ბარათის გამოყენების წესები და პირობები


საგადახდო ინსტრუმენტის გამოყენების წესები და პირობები

I. ზოგადი დებულება
1. ბარათი წარმოადგენს ვოლიფეის საკუთრებას, რომელიც არაპერსონიფიცირებული საკრედიტო (სადებეტო) ბარათია, იგი გაიცემა მომენტალურად პარტნიორი კომპანიის/აგენტის ფილიალში მოთხოვნის დაფიქსირებისთანავე. ბარათით შესაძლებელია ნებისმიერი ოპერაციის შეუზღუდავად განხორციელება, როგორც საქართველოს ფარგლებში, ასევე საზღვარგარეთ. ბარათი მოქმედებს მასზე მითითებული ვადის ფარგლებში. ვადაგასული ბარათით საბარათე ოპერაციები არ სრულდება.
2. ბარათის მოქმედების წესი და პირობები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით, MasterCard-ის სამართლებრივი ნორმებით, კომპანიასთან დადებული ხელშეკრულებებითა და წინამდებარე წესებით; ყოველი ზემოთჩამოთვლილი ნორმა წარმოადგენს კლიენტთან გაფორმებული გენერალური ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
3. ფორს- მაჟორული სიტუაციის დროს, ვოლიფეი არ იღებს ვალდებულებას კლიენტს მიაწოდოს ბარათთან დაკავშირებული მომსახურება (მაგალითად: გაფიცვა, ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა და ა.შ.)
4. ვოლიფეი იტოვებს უპირობო უფლებას:
• უარი განაცხადოს იმ საბარათე ოპერაციის განხორციელებაზე, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობის, წინამდებარე წესების, საერთაშორისო საგადახდო სისტემების სამართლებრივი ნორმების მოთხოვნებს;
• უარი განაცხადოს ბარათის გაცემასა და განახლებაზე ყოველგვარი მიზეზის მითითების გარეშე.
5. ვოლიფეის უფლება აქვს საგადახდო ინსტრუმენტის მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში მოითხოვოს მინიმალური შეუმცირებელი ნაშთის არსებობა საბარათე ანგარიშზე, რომლის ოდენობა დგინდება ვოლიფეის შესაბამისი გადაწყვეტილებით. აღნიშნული უფლებამოსილების გამოყენების შემთხვევაში, დეტალური ინფორმაცია კლიენტს მიეწოდება საგადახდო ინსტრუმენტის მიღებაზე განაცხადის გაკეთებისას ან აღნიშნული ცვლილების განხორციელებისას აპლიკაციის საშუალებით.
6. კლიენტი ვალდებულია შეინახოს ბარათი და მიიღოს შესაბამისი ზომები მისი დაკარგვის შემთხვევაში, კერძოდ დაუყოვნებლივ დაბლოკოს ბარათი. ბარათის დაკარგვაზე ან მოპარვაზე, ასევე აღნიშნული ქმედებებიდან მიღებულ შედეგებზე, პასუხისმგებლობა ეკისრება კლიენტს.
7. ვოლიფეის უფლება აქვს შეწყვიტოს საბარათე ანგარიშის მომსახურება.


II. ტერმინთა განმარტება
ა) საბარათე ინსტრუმენტი - საგადახდო ინსტრუმენტი, მათ შორის საგადახდო ბარათი, მობილური ტელეფონი, კომპიუტერი ან სხვა ტექნოლოგიური მოწყობილობა, რომელშიც ჩაწერილია/ინტეგრირებულია შესაბამისი საგადახდო აპლიკაცია და რომლის საშუალებით გადამხდელს შეუძლია განახორციელოს საბარათე ოპერაციის ინიციირება;
ბ) საგადახდო ბარათი (შემდგომში – ბარათი) – ემიტენტის მიერ გამოშვებული ელექტრონული საგადახდო ინსტრუმენტის კატეგორია, რომლის საშუალებით გადამხდელს შეუძლია განახორციელოს საბარათე ოპერაციის ინიციირება;
გ) საგადახდო აპლიკაცია - მოწყობილობაში ჩაწერილი პროგრამული უზრუნველყოფა ან მისი ექვივალენტი, რომლითაც შესაძლებელია საბარათე ოპერაციის ინიციირება და გადამხდელის მიერ საგადახდო დავალების გაცემა;
დ) არაპერსონიფიცირებული ბარათი - ბარათი, რომელიც არ არის პერსონიფიცირებული ბარათი;
ე) სადებეტო ბარათი - საბარათე ინსტრუმენტი, რომელიც მის მფლობელს საშუალებას აძლევს ემიტენტ კომერციულ ბანკთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე განკარგოს მის საბანკო ანგარიშზე არსებული ხელმისაწვდომი თანხები;
ვ) საკრედიტო ბარათი - საბარათე ინსტრუმენტი, რომელიც ემიტენტთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად ბარათის მფლობელს საშუალებას აძლევს ოპერაციები განახორციელოს ემიტენტის მიერ მინიჭებული საკრედიტო ლიმიტის ფარგლებში, გარდა ოვერდრაფტისა;
ზ) ბარათის მფლობელი – საბარათე ინსტრუმენტით მოსარგებლე იდენტიფიცირებული პირი;
თ) ბარათის შემძენი - ფიზიკური პირი, რომელიც შეიძენს არაპერსონიფიცირებულ წინასწარი გადახდის ბარათს პირადი სარგებლობისთვის ან სხვა ფიზიკური პირისთვის სარგებლობაში გადასაცემად;
ი) ბარათის გაცემა - პროცედურა, რმელიც ითვალისწინებს ბანკსა და კლიენტს შრის არსებული ხელშეკრულების საფუძველზე ბარათის გადაცემას მისი მფლობელისათვის.
კ) ბარათის დაბლოკვა - ბარათის გამოყენებით საბარათე ოპერაციების განხორციელების აკრძალვა
ლ) ამონაწერი - კლიენტის მოთხოვნის საფუძველზე კომპანია წოლიფეის მიერ ფორმირებული ამონაწერი საბარათე ანგარიშიდან რომელიც ასახავს საბარათე ანგარიშზე, განხორციელებულ ოპერაციებს დროის გარკვეულ მონაკვეთში
მ) ემიტენტი – პროვაიდერი, რომელიც ახდენს საგადახდო ინსტრუმენტის გამოშვებას, რომლითაც შესაძლებელია საბარათე ოპერაციის ინიციირება;
ნ) საბარათე ანგარიში – ემიტენტ კომერციულ ბანკში გახსნილი მომხმარებლის მიმდინარე ან მოთხოვნამდე დეპოზიტის ანგარიში, რომელზეც აისახება სადებეტო ბარათებით შესრულებული ოპერაციები, ასევე საკრედიტო ბარათით შესრულებული ოპერაციები, თუ ამ ოპერაციებისთვის მიმდინარე ან მოთხოვნამდე დეპოზიტის ანგარიშის ბალანსის შევსება ხდება სასესხო ანგარიშიდან. ასევე, პროვაიდერთან არსებული მომხმარებლის ელექტრონული საფულე (ელექტრონული ფულის ანგარიში), რომელზეც აისახება წინასწარი გადახდის ბარათებით შესრულებული ოპერაციები;
ო) ხარჯვის ლიმიტი – ემიტენტის მიერ დადგენილი, განსაზღვრულ ვადაში ბარათის მეშვეობით ფულადი სახსრების განკარგვის ზღვრული თანხობრივი ოდენობა;
პ) საბარათე გადახდის ოპერაცია (შემდგომში - საბარათე ოპერაცია) – საბარათე სქემის მიხედვით საბარათე ინფრასტრუქტურის საშუალებით საბარათე ინსტრუმენტით, მათ შორის, ბარათის რეკვიზიტებით შესრულებული სადებეტო და საკრედიტო ოპერაციები, რომლის საფუძველზე ხდება ოპერაციის თანხის საბარათე/სასესხო ანგარიშზე ასახვა/ბარათის ბალანსის ცვლილება;
ჟ) არაკანონიერი ოპერაცია- არაუფლებამოსილი პირის მიერ განხორციელებული ოპერაცია ან დაკარგული ბარათით განხორციელებული ოპერაცია, ასევე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უკანონო ოპერაცია
რ) პინი – ბარათის მფლობელის პერსონალური, კონფიდენციალური კოდი, რომელიც გამოიყენება როგორც ბარათის მფლობელის ავთენტიფიკაციის ერთ-ერთი ელემენტი;
ს) ბანკომატი – თვითმომსახურების ელექტრონული პროგრამულ–ტექნიკური მოწყობილობა, რომლის საშუალებითაც ბარათის მფლობელს შეუძლია ნაღდი ფულის გატანა/შეტანა.
ტ) პოს–ტერმინალი – ელექტრონული პროგრამული უზრუნველყოფა ან/და ტექნიკური მოწყობილობა, რომელიც გამოიყენება:
ტ.ა) პროვაიდერის მომსახურების ოფისიდან თანხის გასატანად;
ტ.ბ) სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში საბარათე ინსტრუმენტით გადახდის განსახორციელებლად, რომელიც საქონლის/მომსახურების საფასურის გადახდასთან ერთად (გარდა ელექტრონული კომერციის ოპერაციისა) შესაძლოა მოიცავდეს ნაღდი ფულის გატანასაც;
უ) ელექტრონული კომერციის ობიექტი - სავაჭრო/მომსახურების ობიექტი, რომელიც თავისი საქონლის/მომსახურების გაყიდვას ახდენს ელექტრონული კომერციის ტერმინალით;
ფ) ელექტრონული კომერციის ტერმინალი - ექვაირერის სისტემაში რეგისტრირებული ვირტუალური პოს–ტერმინალი (პროგრამული უზრუნველყოფა), რომლის საშუალებით ინტერნეტ სივრცეში ხორციელდება ელექტრონული კომერციის ობიექტის სასარგებლოდ საბარათე ოპერაცია, ასევე, ოპერაციის გაუქმების და თანხის დაბრუნების ოპერაციები;
ქ) უკონტაქტო საბარათე ინსტრუმენტი - საბარათე ინსტრუმენტი, რომელიც ინფორმაციას გადასცემს უკონტაქტო გადაცემის ტექნოლოგიით;
ღ) საბარათე ქვითარი – ბანკომატის ან პოს-ტერმინალის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს საქონლის/მომსახურების საფასურის გადახდას, საბარათე ინსტრუმენტის საშუალებით ნაღდი ფულის გაცემას ან სხვა საბარათე ოპერაციის განხორციელებას, ასევე აღნიშნული ოპერაციების წარმატებით განუხორციელებლობის შემთხვევაში, ასახავს შესაბამის ინფორმაციას;
ყ) სტოპ-ლისტი - ბარათების სია, რომელზედაც არ დაიშვება ტრანზაქცია და ვრცელდება მომსახურების განსაკუთრებული რეჟიმი

შ) ექვაირინგი – პროვაიდერის საქმიანობა, რომელიც უზრუნველყოფს სავაჭრო/მომსახურების ობიექტებთან ან მესამე პირებთან (სავაჭრო პლატფორმის ორგანიზატორთან, სუბ-ექვაირერთან) გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე პოს–ტერმინალის (მათ შორის ელექტრონული კომერციის ტერმინალის) საშუალებით საბარათე ოპერაციების შესრულებას და შესაბამისი ანგარიშსწორების განხორციელებას სავაჭრო/მომსახურების ობიექტებთან ან სუბ-ექვაირერთან ან სავაჭრო პლატფორმასთან;
ჩ) ექვაირერი – ექვაირინგის განმახორციელებელი პროვაიდერი;
ც) გადახარჯვა - მომხმარებლის არაპირდაპირი თანხმობის საფუძველზე ავტომატურად დაშვებული იმ ოდენობის ოვერდრაფტი, რომელიც აღემატება მომხმარებლის საბარათე ანგარიშზე არსებულ თანხასა ან/და ცალსახად შეთანხმებულ ოვერდრაფტის, ან საკრედიტო ბარათის შემთხვევაში - საკრედიტო ლიმიტის ოდენობას.

III. ბარათის გაცემის და შენახვის წესი
1. ბარათი გაიცემა უშუალოდ ბარათის მფლობელზე ან ბარათის მფლობელის მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე მინდობილ პირზე. ბარათის მიღებისას მფლობელის და/ან მინდობილი პირის ხელის მოწერა ფიქსირდება ბარათის მეორე მხარეს, ხელმოწერისთვის სპეციალურად განკუთვნილ ველზე.
2. ბარათის მფლობელი ვალდებულია უსაფრთხოდ შეინახოს და არ მისცეს მესამე პირებს მისი გამოყენების შესაძლებლობა. არაუფლებამოსილი პირის მიერ წარდგენილი ბარათი ექვემდებარება ჩამორთმევას.
3. ბარათის უკანა მხარეს განთავსებულ მაგნიტურ ზოლზე დაუშვებელია ისეთი ფაქტორების ზემოქმედება როგორიცაა: ელექტრომაგნიტური ველები (დისპლეისთან, დამაგნიტებულ ან მაგნიტთან ახლოს განთავსებულ საგნებთან ახლოს განლაგება, ისეთებთან როგორიცაა მაგალითად გასაღებები, ჩანთაზე არსებული მაგნიტური საკეტები), მექანიკური დაზიანებები (დაკაწვრა, გაჭუჭყიანება, გადახურება, მაგალითად მზეზე) და სხვა, რამაც შეიძლება დააზიანოს მაგნიტურ ველზე არსებული ჩანაწერეი და შეუძლებელი გახადოს ავტორიზაციის ავტომატიზირებულ რეჟიმში საბარათე ოპერაციის ჩატარება.
4. მიკროპროცესირული (ჩიპური/უკონტაქტო) ბარათის წინა მხარეზე განთავსებულია კოდირებული ინფორმაციის მქონე ინტეგრირებული მიკროსქემა (ჩიპი), რომელიც არ ექვემდებარება ელექტრომაგნიტური ველებისა და ატმოსფრულ ზეგავლენას, მაგრამ შესაძლებელია მექანიკური ზემოქმედების შედეგად ადვილად დაზიანდეს.
5. იმ შემთხვევაში, თუ ბარათის დამზადებიდან 60 კალენდარული დღის განმავლობაში ბარათის მფლობელი არ ჩაიბარებს ბარათს, ვოლიფეის უფლება აქვს გაანადგუროს ბარათი, კლიენტის მიერ გადახდილი საკომისიოების დაბრუნების გარეშე.

IV. პინ-კოდის გამოყენების წესი
1. ბარათის PIN- კოდს ვოლიფეი კლიენტს გადასცემს დალუქული კონვერტის ან კლიენტის მიერ ვოლიფეის სისტემაში დაფიქსირებულ მობილური ტელეფონის ნომერზე გაგზავნილი SMS შეტყობინების მეშვეობით.
2. რეკომენდირებულია კონვერტის მიღებისთანავე გახსნა, PIN-კოდის დამახსოვრება და PIN-კოდის ფურცლის განადგურება. სისტემაში დაფიქსირებულ ტელეფონის ნომერზე PIN- კოდის Sms-ით გაგზავნის შემთხვევაში, რეკომენდირებულია შეტყობინების მიღებისთანავე მისი გახსნა, PIN-კოდის დამახსოვრება და შეტყობინების განადგურება.
3. ასევე რეკომენდირებულია მიღებულის PIN- კოდის შეცვლა პარტნიორი ბანკის ბანკომატში.
4. PIN-კოდი ცნობილია მხოლოდ ბარათის მფლობელისთვის და შესაბამისად ბარათის მფლობელმა იგი უნდა შეინახოს და გამოიყენოს კონფიდენციალურად.
5. PIN-კოდის კონფიდენციალურობის მიზნით უნდა იქნას დაცული გარკვეული წესები, კერძოდ არ შეინახოთ PIN-კოდი ბარათთან ერთად და არავითარ შემთხვევაში არ დააწეროთ PIN-კოდი ბარათს. არ გადასცეთ PIN-კოდი ან/და ბარათი მესამე პირს, წინააღმდეგ შემთხვევაში ვოლიფეი არ აგებს პასუხს შესრულებულ ოპერაციებზე და საბარათე ანგარიშიდან დახარჯული მთელი თანხა ამღებული იქნება ბარათის მფლობელისაგან.
6. საბარათე ოპერაციებს, რომლებიც სრულდება ავტორიზაციის ავტომატიზირებულ რეჟიმში და რომლის დადასტურებაც ხდება PIN-კოდის აკრეფით, ვოლიფეი მიიჩნევს ბარათის მფლობელის მიერ შესრულებულად.
7. თუ ბარათის მფლობელს დაავიწყდა ბარათის PIN-კოდი, საჭიროა ბარათის შეცვლა თუ სხვა მეთოდი არ არის ვოლიფეის მიერ შეთავაზებული.

V. ბარათის გამოყენება
1. საბარათე ოპერაციები, რომლის განხორციელების შესაძლებლობაც აქვს კლიენტს საგადახდო ინსტრუმენტის გამოყენებით:
• გადახდის ოპერაცია - ფიზიკურ ან ინტერნეტ სავაჭრო ობიექტში საქონლისა ან/და მომსახურების ღირებულების გადახდისას;
• ნაღდი ფულის მისაღებად - ბანკომატიდან ან/და საბანკო დაწესებულების ფილიალიდან;
• ვოლიფეის ანგარიშზე დისტანციური წვდომის მისაღებად.
2. ბარათის გამოყენება შესაძლებელია PIN-კოდის მეშვეობით ბანკომატებიდან ნაღდი ფულის გამოსატანად განაღდების ლიმიტის ფარგლებში, საქართველოში და საზღვარგარეთ, აგრეთვე ბანკომატებით შეთავაზებული აქტირუი ოპერაციები და/ან მომსახურება
შენიშვნა: PIN-კოდის სამჯერ ზედიზედ არასწორად შეყვანის შემთხვევაში ბანკომატმა შეიძლება დააკავოს ბარათი.
3. ვოლიფეი აწესებს ხარჯვის ლიმიტებს, რომელიც დროდადრო შეიძლება შეიცვალოს.
4. კლიენტის ანგარიშზე არსებული თანხებიდან ვოლიფეი ჩამოჭრის ბარათის გამოყენებით განხორციელებული ოპერაციების შესაბამის თანხებს კლიენტის მიერ გადასახდელი ყველა ფინანსური ხარჯის (სხვადასხვა მომსახურების საფასურის) დასაფარად
5. ვოლიფეი უფელბამოსილია არ გასცეს ავტორიზაცია/არ შეასრულოს დავალება თუ:
• ბარათი დაიკარგა ან მოპარულ იქნა;
• ვოლიფეის აქვს საფუძვლი იფიქროს, რომ საგადახდო ბარათი დაიკარგა ან მოპარულ იქნა;
• კლიენტი არღვევს პირობებს (ბარათით სარგებლობის წესებს)
• ბანკის მიერ ავტორიზირებული ყველა (ჯერ ჩამოუჭრელი თანხების ჩათვლით) ოპერაციის გათვალისწინებით ანგარიშზე საკმარისი თანხები არ არსებობს;
6. მას შემდეგ, რაც კლიენტი განახორციელებს ოპერაციას ბარათის გამოყენებით, არ აქვს უფლება მოსთხოვოს ვოლიფეის ამ ოპერაციის შეჩერება. ვოლიფეი გააუქმებს ოპერაციას, რომელიც ავტორიზებულია, მაგრამ ჯერ არ არის გადახდილი იმ შემთხვევაში, თუ ვოლიფეის გააჩნია სათანადო მტკიცებულება იმისა, რომ ოპერაცია გაუქმდა.
7. ვოლიფეის ბარათი არის არაპერსონიფიცირებული ბარათი, რომელიც მიბმულია კლიენტის ანგარიშზე და მისი გამოყენება უნდა მოხდეს იმ პირის მიერ, ვის ანგარიშზეც არის მიბმული. კლიენტი პასუხისმგებელია საგადახდო ინსტრუმენტის მესამე პირის მიერ მოხმარებისას შესრულებულ ტრანზაქციებზე, თუ ეს მოხდა მისი ნებით ან დაუდევრობით.
8. კლიენტი ვალდებულია პერიოდულად გააკონტროლოს ოპერაციები თავის საბანკო ანგარიშზე, რათა დარწმუნებული იყოს მათ აუთენტურობაში. ანგარიშის ამონაწერის შემოწმებისთვის, რეკომენდირებულია სავაჭრო და ბანკომატის ქვითრების შენახვა და დადარება ამონაწერის ჩანაწერებთან. შეუსაბამობის აღმჩენის შემთხვევაში, კლიენტმა უნდა მიმართოს ვოლიფეის და გამოითხოვოს არაიდენტიფიცირებული ტრანზაქციის დეტალები, საჭიროების შემთხვევაში დროულად დაბლოკოს ბარათი.
9. კლიენტს უფლება აქვს გაასაჩივროს მის ანგარიშზე შესრულებული ტრანზაქცია მისი შესრულებიდან 30 დღის განმავლობაში და მოითხოვოს დეტალები და/ან , თუ ეს არაუფლებამოსილი გამოყენება არ არის გამოწვეული კლიენტის დაუდევრობით და ამ წესების დაუცველობით.
10. კლიენტის მიერ საგადახდო ინსტრუმენტით ტრანზაქციის შესრულებისთანავე ვოლიფეი ახორციელებს თანხის ბლოკირებას ანგარიშზე/ანგარიშებზე. ბლოკირებისას კონვერტაციის საჭიროების შემთხვევაში გამოიყენება ვოლიფეის მიერ დადგენილი კომერციული კურსი, ქსელის გარეთ შესრულებული ოპერაციებისთვს დამატეით გამოიყენება საერთაშორისო საგადახდო სისტემეს მიერ დადგენილი კურსები ვალუტებთან მიმართებაში.
11. თუ ტრანზაქციის თანხა აღემატება ტრანზაქციის ვალუტაში ანგარიშზე არსებულ ნაშთს ტრაზაქციის დამუშავებისას თანხა სრულად ჩამოიჭრება ტრანზაქციის ვალუტის ანგარიშიდან, ტრანზაქციის ვალუტის ანგარიშზე წარმოიქმნება უარყოფითი ნაშთი არასაკმარისის ნაწილში, რომელიც დაიფარება პირველივე პრიორიტეტული ვალუტის ანგარიშიდან და შემდგომ შემდეგი პრიორიტეტის ვალუტს ანგარიშიდან/ებიდან. თუ არცერთი ვალუტის ანგარიშზე არ არის ჯამურად საკმარისი თანხა, წარმოქმნილი არასანქცირებული ნაშთის გადასაფარად ხორციელდება თანხის შეგროვება სხვადასხვა ვალუტების ანგარიშებიდან, ზემოაღნიშნული თანმიმდევრობით.

VI. ბარათის დაბლოკვა
1. არასანქცირებული ოპერაციის ჩატარების საშიშროების წარმოქმნის შემთხვევაში, ვოლიფეი იტოვებს უფლებას, ბარათის მფლობელის ნებართვის გარეშე, დაბლოკოს საგადახდო ინსტრუმენტი.
2. თუ ბარათი მოპარული ან დაკარგულია ან კლიენტს ეჭვი აქვს, რომ ვიღაცამ იცის მისი PIN კოდი ან სხვა წვდომის კოდი, დაუყოვნებლივ უნდა დარეკოს ვოლიფეიში შემდეგ ნომერზე (0322) 560 555 ან გამოცხადესს პირადად.
3. თუ ბარათის გამოყენება არალეგალურად მოხდა, კლიენტის მიერ შეტყობინებამდე -ბარათის დაკარგვის ან მოპარვის შესახებ, ან იმის შესახებ, რომ ვიღაცამ იცის მისი PIN-ი ან სხვა წვდომის კოდები, კლიენტი ვალდებული იქნება აანაზღაუროს ამგვარი უკანონო გამოყენების შედეგად გადასახდელი თანხა მთლიანად.
4. თუ ბარათის გამოყენება მოხდა მესამე პირის მიერ კლიენტის ნებართვით, კლიენტი ვალდებულია გადაიხადოს ასეთი პირის მიერ ბარათით განხორიელებული ყველა ოპერაციის თანხა.
ვოლიფეი, მის მიერ შეტყობინების მიღების შემთხვევაში ბარათის დაკარგვის, მოპარვის ან უკანონოდ გამოყენების შესახებ, ბლოკავს ბარათს. თუ კლიენტი იპოვის ბარათს, ვალდებულია გამოცხადდეს ვოლიფეის ფილიალში და წერილობით განაცხადოს ბლოკირების მოხსნის შესახებ, ხოლო ვოლიფეი უფლებამოსილი იქნება კლიენტის განცხადების საფუძველზე მოხსნას ბლოკირება, თუ იმ პერიოდისთვის ბარათი არ იქნება გაუქმებული ან ვადაგასული ;
5. კლიენტი იმ შემთხვევაში არ არის პასუხისმგებელი ბარათის უკანონო გამოყენებით დამდგარ/გამოწვეულ ზიანზე/ზარალზე, თუ კლიენტს არ ჰქონდა მიღებული აღნიშნული ბარათი .
6. ვოლიფეი არ არის პასუხისმგებელი ისეთ შემთხვევებზე, როდესაც მესამე პირი (სავაჭრო ობიექტი, ბანკომატი, ონლაინ ყიდვა და ა.შ.) არ მიიღებს ბარათს, PIN-ის ან სხვა წვდომის კოდის გამოყენებაზე იმ მიზეზით, რომელსაც ვოლიფეი უშუალოდ ვერ აკონტროლებს. ვოლიფეი არ არის პასუხისმგებელი მესამე პირის ქმედებაზე, ბარათის გაუქმებასთან ან ამოღებასთან დაკავშირებით.
7. კლიენტი ვოლიფეის წინაშე პასუხისმგებელია ანგარიშთან დაკავშირებულ ყველა ვალდებულებაზე, მათ შორის იმ ვალდებულებებზეც რომლებიც წარმოიშვა საგადახდო ბარათის ან/და ბარათის ნომრის ან/და ბარათის მოქმედების ვადის ან/და PIN-ის ან/და სხვა წვდომის კოდების გამოყენების საფუძველზე.
8. ბარათის დაკარგვის ან მოპარვის შემთხვევაში აუცილებელია ვოლიფეის დაუყოვნებლივ გაეგზავნოს შეტყობინება ბარათის ბლოკირების თაობაზე. ბარათის სტოპ-ლისტში ჩასმის მიზნით კლიენტმა უნდა გააკეთოს განაცხადი ვოლიფეიში. რეკომენდაციას სტპ-ლისტში ჩასმაზე კლიენტს აძლევს ვოლიფეი. კლიენტის გადასაწყვეტია ჩასვას თუ არა ბარათი სტოპ ლისტში. თუ კლინეტი ბარათს სტოპ ლისტში არ ჩასვამს, ის პასუხისმგებელია ყველა არავტორიზებული (ოფლაინ) ოპერაციაზე, რომელიც ანგარიშზე ავტომატურად აისახება.
ვოლიფეის საკონტაქტო ცენტრის ტელეფონებია ქ. თბილისში: (0322) 560 555 , საფოსტო გზავნილებისთვის მისამართი: ქ. თბილისი, მ. კოსტავას #47/57. ბარათის დაკარგვის შემთხვევაში, ვოლიფეის არასამუშაო საათებზე, კლიენტმა ბარათის დაბლოკვის მიზნით უნდა მიმართოს ვოლიფეის საპროცესინგო ცენტრს (ufc - გაერთიანებულ საფინანსო კორპორაციას) ტელეფონზე (0322) 777 222.
9. ვოლიფეი უზრუნველყოფს ბარათის მოქმედების შეჩერებას კლიენტის მოთხოვნის შესაბამისად, შემდეგი მეთოდის გამოყენებით:
• ლოკალურ, სტოპ-სიაში ჩასმა - ავტორიზირებული/ონლაინ ოპერაციების შეზღუდვა საგადახდო ინსტრუმენტით. ბარათის დაბლოკვა შედის ძალაში 1 (ერთი) საათის გასვლის შემდეგ ვოლიფეის მიერ მოთხოვნის რეგისტრაციის მომენტიდან;
• საერთაშორისო სტოპ-სია - არაავტორიზებული ტრანზაქციების შეზღუდვა მაქსიმუმ 14 (თოთხმეტი) სამუშაო დღე.
10. ბარათის მფლობელი პასუზისმგებელია იმ საბარათე ოპერაციებზე, რომლებიც განხორციელებულ იქნა ბარათის ბლოკირების ძალაში შესვლამდე, და თავისუფლდება ამგვარი პასუხისმგებლობისგან ბარათის ბლოკირების შემდეგ.
11. ბარათზე მითითებული ვადის განმავლობაში ბარათის მფლობელი ვალდებულია აანაზღაუროს ბლოკირებული ბარათით განხორციელებული არაავტორიზებული ტრანზაქციებით წარმოშობილი ზიანი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბლოკირება არ განხორციელდა საერთაშორისო სტოპ-სიაში შეტანით.
12. ბარათის მფლობელი უფლებამოსილია გაასაჩივროს საერთაშორისო სტოპ-სიაში ჩასმული ბარათით შესრულებული ტრანზაქცია.
13. ბარათის მფლობელი ვალდებულია გადაიხადოს საერთაშორისო სტოპ-სიაში ბარათის ჩასმის საკომისიო.
14. ვოლიფეი არ აგებს პასუხს ბარათის მფლობელის წინაშე ბარათის შენახვასთან ან პინ-კოდის გაუმჟღავნებლობასთან დაკავშირებით მის მიერ გამოჩენილი დაუდევრობისათვის ბარათის დაბლოკვამდე, ასევე ბარათის მფლობელის მიერ წინასწარ განზრახვით განხორციელებული უკანონო მოქმედებისათვის.
15. ადრე დაკარგულად განცხადებული ბარათის პოვნის შემთხვევაში, ბარათის მფლობელი უნდა დაუკავშირდეს ვოლიფეის შესაბამისი რეაგირებისათვის.

VII. ინფორმაციის გაცემა
1. ვოლიფეი ვალდებულია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნის საფუძველზე და საერთაშორისო წესების დაცვით მიაწოდოს მესამე პირებს ინფორმაცია კლიენტის განკარულებაში არსებული ბარათის და აღნიშნულ ბარათთან დაკავშირებული ოპერაციების შესახებ.

VIII. ბარათის გამოყენების უფლების გაუქმება
1. ბარათი ძალაშია იმ თვის ბოლომდე, რომელიც მითითებულია ბარათზე.
2. საჭიროების შემთხვევაში, ვოლიფეის ნებისმიერ დროს შეუძლია შეაჩეროს, ამოიღოს ან აკრძალოს ბარათის გამოყენება. კლიენტი ვოლიფეისგან მიიღებს შეტყობინებას ამგვარი ქმედების განხორციელებამდე ან ამგვარი ქმედების განხორციელებიდან უმოკლეს ვადაში.
3. თუ კლინეტის მიერ ბარათის გამოყენება შეჩერებული ან შეზღუდულია რაიმე მიზეზით, რაც მოიცავს ვოლიფეის მიერ კლიენტისთვის მიცემულ ინსტრუქციას არ გაიტანოს თანხები ანგარიშიდან ვოლიფეის წინასწარ თანხმობის გარეშე, კლიენტს აღარ ექნება უფლება გამოიყენოს ბარათი.
4. კლიენტმა შეიძლება შეწყვიტოს ბარათის გამოყენება ვოლიფეიში წერილობით შეტყობინების გაგზავნით და ბარათის ვოლიფეისთვის დაბრუნებით.
5. კლიენტის ან ვოლიფეის მიერ ბარათის გამოყენების შეწყვეტის შემდეგ კლიენტი ვეღარ ისარგებლებს ბარათით.

IX. ბარათ(ებ)ის ამოღება და ანგარიშ(ებ)ის დახურვა
1. კლიენტმა უნდა გააუქმოს ნებისმიერი მუდმვი საგადახდო დავალება, ავტომატური გადახდები, ასევე საცალო გამყიდველთან ან მომსახურების მომწოდებელთან უშუალოდ დაკავშირებული სხვა სადებეტო დავალება (ვოლიფეის არ შეუძლია ამის განხორციელება კლიენტის სახელით).
2. კლიენტი ვალდებულია დაუყოვნებლივ გადაიხადოს ანგარიშზე დარიცხული ნებისმიერი თანხა ნებისმიერ დაგვიანებით დარიცხულ თანხასთან ერთად. კერძოდ, ანგარიშზე არასაკმარისი ნაშთის შემთხვევაში, კლიენტის ბართიდან ჩამოიჭრება თანხები, რა შემთხვევაშიც კლიენტი ვალდებულია დაუყოვნებლივ აუნაზღაუროს ვოლიფეის ასეთი თანხები დარუცხულ პროცენტთან/ჯარიმა/საურავთან ერთად. ასევე
3. კლიენტი ვალდებულია ვოლიფეის აუნაზღაუროს ხელშეკრულების ძალაში შესვლასთან დაკავშირებული ხარჯი, ასევე ხელშეკრულების ადმინისტრირებისათვის გაწეული ხარჯი, რომელსაც ვოლიფეი გაიღებს.

X. ბარათის დაკავება/ჩამორთმევა
1. ბარათის დაკავება/ჩამორთმევა ხდება შემდეგ შემთხვევებში:
• ბარათი დაბლოკილია ემიტენტის მიერ
• ბარათის წარმდგენი არ არის მისი მფლობელი
• გამოვლენილია ბარათის გაყალბების ნიშნები
• პინ-კოდის რამდენჯერმე არასწორად შეყვანის შემთხვევაში
• ბარათის მომსახურების წერტილში (სავაჭრო ობიექტი, ფილიალი, ბანკომატი) დარჩენის შემთხვევაში
2. ჩამორთმეული ბარათის დაბრუნება ხორციელდება უშუალოდ ბარათის მფლობელისათვის, ვოლიფეის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ბარათის მფლობელის წერილობითი მიმართვის საფუძველზე.
3. ბარათის მოქმედების ვადა, ბარათის გამოყენების შეჩერება-შეწყვეტა:
• ბარათზე მითითებულია ბარათის მოქმედების ვადა (თვე და წელი)
• ბარათი მოქმედია მასზე მითითებული თვის დასრულებამდე.

XI. ბარათის შეცვლა

1. ბარათის შეცვლა და ბარათის ,ფლობელის მეირ მისი შეცვლისათვის ანაზღაურების გადახდა ხორციელდება ტარიფების შესაბამისად შემდეგ შემთხვევებში:
• ბარათის დაკარგვა/მოპარვა
• პინ-კოდის ცვლილება
• ბარათი დაზიანებულია და შეუძლებელია მისი შემდგომი გამოყენება
• ბარათის მფლობელმა შეიცვალა სახელი/გვარი
• მოხდა ბარათის მექანიკური დაზიანება
2. ბარათის შეცვლა ხორციელდება უფასოდ შემდეგ შემთხვევებში:
• პინ-კოდი დაბეჭდილია გაურკვევლად
• ბარათის მეშვეობით პირველი ოპერაციის ჩატარებისას ბანკომატი ან ტერმინალი ვერ აღიქვამს ინფორმაციას ბარათის მაგნიტური ზოლიდან/ჩიპიდან
• ვოლიფეის ინიციატივით ბარათის შეცვლის შემთხვევაში
• ბარათის შეცვლა ხორციელდება ბარათის მფლობელის მიერ ვოლიფეისთვის წარდგენილი წერილობითი განცხადების საფუზველზე

XII. დავების გადაწყვეტა
1. ბარათის მფლობელს ეძლევა რეკომენდაცია შეინახოს სლიპები და ჩეკები საბარათე ანგარიშიდან თანხის ხარჯვის აღრიცხვის მიზნით და შესაძლო დავების გადასაწყვეტად.
2. ვოლიფეის მიერ ბარათის მფლობელისათვის ამონაწერის, აგრეთვე სხვა დოკუმენტების ასლების მიწოდება , მათ შორის საბარათე ანგარიშიდან თანხის ამოღების სისწორის დამადასტურებელი დოკუმენტების, ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ვადებში, საგადამხდელო სისტემის და ბანკის შიდა წესებით, მათ შორის ტარიფების მეშვეობით (იხ. საქართველოს კანონი „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების“ შესახებ).
3. დავის შემთხვევაში მფლობელი წერილობითი მოთხოვნით მიმართავს ვოლიფეის, რომელიც საბარათე საგადამხდელო სისტემის წინაშე წარდგება ბარათის მფლობელის სახელით. საბარათე საგადახდო სისტემის წესებით დადგენილია სადაო საბარათე ოპერაციის განხილვის ხანდაზმულობის ვადა - 45 (ორმოცდახუთი) კალენდარული დღე ტრანზაქციის შესრულებიდან. საფუძვლიანი პრეტენზიის შემთხვევაში, საბარათე საგადამხდელო სისტემისგან თანხის დაბრუნების შემთხვევაში, ვოლიფეი აბრუნებს საბართე ანგარიშზე საბარათე ოპერაციის ჩამოჭრილ თანხას. დაუსაბუთებულ მოთხოვნებზე საბარათე საგადამხდელო სისტემის მიერ დგინდება საჯარიმო სანქციები, რომლებიც შესაძლოა აღემატებოდეს სადაო ოპერაციის თანხას. ვოლიფეი უფლებამოსილია ბარათის მფლობელის თანხმობის გარეშე, უაქცეპტო წესით ჩამოაჭრას საბარათე ანგარიშიდან ჯარიმები და დაუსაბუთებელი პრეტენზიის თანხა
4. ვოლიფეი არ არის პასუხისმგებელი ბარათის მფლობელის მიერ ჩატარებული ოპერაციის მართლზომიერებაზე. ბარათის მეშვეობით უკანონო ოპერაციის ჩატარებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ბარათის მფლობელს.