WALLYPAY-ის სისტემის გამოყენების უსაფრთხოების წესები

 

  1. ზოგადი დებულებები

 

  • ვოლიფეი და მისი შესაბამისი თანამშრომლები არ არიან პასუხისმგებელნი დამდგარი შედეგესათვის, რომელიც მოცავს პირდაპირ, არაპირდაპირ, სპეციალურ, შემთხვევით, მიზეზ-შედეგობრივ, არასახელშეკრულებო ზიანს, რაც გამოწვეულია ვებგვერდზე მითითებული ინფორმაციის არასწორი ან/და არამიზნობრივი გამოყენებით.
  • ვოლიფეი არ აგებს პასუხს ვებგვერდით გამოწვეული რაიმე სახის ზიანზე, დანაკარგზე, თუნდაც ტექნიკური შეფერხების,დეფექტის, ოპერაციის გაუქმება/შეჩერების, კომპიუტერული ვირუსის, ან სისტემის გაუმართაობის შემთხვევაში.
  • ვებ-გვერდზე მითითებული ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ მომხმარებლის პირადი გამოყენებისთვის. ვებ-გვერდისა და სისტემის არაავტორიზებული გამოყენება (არარსებული კოდით და დასახელებით) აკრძალულია.
  • იქ სადაც მოითხოვება რეგისტრაცია და პაროლის გამოყენება, თქვენ ვალდებული ხართ, კონფიდენციალურად შეინახოთ და არ დაუშვათ მესამე პირის მიერ ვებ-გვერდზე ან აპლიკაციაზე წვდომის შესაძლებლობა თქვენ მაგივრად.
  • არ მისცეთ სხვა პირს თქვენს ანგარიშზე შესვლის ნება და/ან არ დაუშვათ, რომ ვინმე თვალს გადევნებდეთ სისტემაში რეგისტრაციისა და პაროლის გამოყენების დროს (თქვენს ანგარიშზე შევლის დროს).
  • იმ შემთხვევაში თუ ეჭვი ან მინიშნება გაქვთ, რომ თვქვენს ვოლიფეის სისტემაში შესასვლელი მონაცემები (პაროლი ან/და სხვა უსაფრთხოების ნიშნები) მოიპარეს, არასანქცირებულად გამოიყენეს ან სხვაგვარი საფრთხე ემუქრება, თქვენ ვალდებული ხართ დაუყოვნებლივ შეცვალოთ პაროლი და დაუკავშირდეთ ვოლიფეის.
  • თუ ეჭვი გავქთ, რომ თქვენს ვოლიფეის ანგარიშზე ხელი მიუწვდება რომელიმე სხვა პირს თქვენი ნებართვის გარეშე, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოთ აღნიშნულის შესახებ ვოლიფეის და შეზღუდოთ ანგარიშზე წვდომა.
  • ჩვენთვის მნიშვნელოვანია აღნიშნულის შესახებ შეტყობინების დაუყოვნებლივ მოწოდება, სხვა შემთხვევაში, ვოლიფეი არ არის პასუხისმგებელი დამდგარ შედეგებზე.
  • არ შეარჩიოთ ისეთი პაროლი რომელიც ატარებს კონრეტულ მნიშვნელობას; ან არ შეარჩიოთ ისეთი პაროლი, რომლის მიხვედრა რომელიმე სხვა პირისთვის შესაძლებლია ხელმისაწვდომი გახდეს თქვენ შესახებ ინფორმაციის მოპოვების საფუძველზე.
  • თქვენი უსაფრთხოებიდან გამომდინარე, თქვენი ვოლიფეის ანგარიშის პაროლი შეინახეთ უსაფრთხოდ და არავის გაუმჟღავნოთ. არასდროს დაწეროთ ან სხვაგვარად შეინხოთ პაროლი ისეთ ადგილას რომელიც ხელმისაწვდომი იქნება სხვა პირისთვის.
  • ჩვენი რეკომენდაციით პაროლი უნდა შეცვალოთ სამ თვეში ერთხელ.
  • ვოლიფეიმ შესაძლოა მოახდინოს რეგისტრაციის და პაროლის დეაქტივაცია და აღნიშნული ქმედებით შეზღუდოს სისტემაზე წვდომა იმ შემთხვევაში, თუ თქვენი მხრიდან ადგილი აქვს წესებისა და პირობების დარღვევას.
  • თქვენს ერთპიროვნულ რისკს წარმოადგენს სისტემაში მოსახვედრად გამოყენებული ნებისმიერი პროგრამული მოდულის (სატელეფონო,კომპიუტერული და სხვა) გაუმართაობა.
  • თუ თქვენ იყენებთ საჯარო ან/და საერთო მომხმარების ტექნიკურ მოწყობილობას (კომპიუტერი, ტელეფონი) ვოლიფეის სისტემაში შესასვლელად, უნდა დარწმუნდეთ, რომ მონაცემებს რომლებიც გამოყენებული იქნება თქვენ მიერ ვოლიფეის სისტემაში შესასვლელად არ შეინახავს ბრაუზერი ან/და არ მოხდება მათი ქეშირება ან/და სხვაგვარად დაფიქსირება.
  • იმ შემთხვევაშიც კი, თუ მხოლოდ თქვენ იყენებთ ტექნიკურ ხელსაწყოს, საიდანაც ახორციელებთ  ვოლიფეის სისტემაში შესვლას, დარწმუნდით რომ მხოლოდ თქვენთვისაა ხელმისაწვდომი ვოლიფეის ანგარიშზე დაშვება.
  • თუ თქვენ მიიღებთ შეტყობინებას ან აღმოაჩენთ ვებ გვერდს ან აპლიკაციას, რომლის ავთენტურობაში ეჭვი გეპარებათ, დაუყოვნებლივ უნდა დაუკავშირდეთ ვოლიფეის. დაუშვებელია თქვენი მხრიდან საეჭვო ვებ-გვერდის/აპლიკაციის გამოყენება ან საეჭვო შეტყობინებაზე გამოხმაურება. ვოლიფეი არ აგებს პასუხს თქვენს მეირ აღნიშნული პირობის შეუსრულებლობით გამოწვეულ ზარალზე.
  • თქვენ ასევე უნდა მიიღოთ ყველა კეთილგონივრული ზომა იმის უზრუნველსაყოფად, რომ თქვენი ელ.ფოსტის ანგარიში იყოს დაცული და მხოლოდ თქვენთვის ხელმისაწვდომი, რადგან შესაძლოა თქვენი ელ.ფოსტის მისამართი გამოიყენონ პაროლის შეცვლის ან თქვენი ანგარიშის უსაფრთხოების დარღვევის მიზნით.
  • ნებისმიერ ისეთ შემთხვევაში, თუ თქვენს ვოლიფეის ანგარიშზე რეგისტრირებულ ელ.ფოსტას საფრთხე შეექმნა, დაუყოვნბელივ უნდა დაუკავშირდეთ ვოლიფეის და ასევე თქვენი ელ.ფოსტის სერვისის მომწოდებელს.
  • ვოლიფეი არ არის პასუხისმგებელი იმ შემთხვევაში, თუ ვებ-გვერდზე წვდომა შეუძლებელი გახდება ვოლიფეის ტექნიკური შეფერხების, ან ვოლიფეისგან დამოუკიდებელი სხვა ნებისმიერი მიზეზით დამდგარ შედეგზე.

 

  1. უსაფრთხოების კოდი

 

  • უსაფრთხოების კოდი წარმოადგენს დამატებით დაცვის მექანიზმს, რომელიც გეგზავნებათ შეტყობინების სახით თქვენს (ანგარიშზე) ვოლიფეის სისტემაში ვერიფიცირებულ ტელეფონის ნომერზე. აღნიშნული დაცვის მექნიზმი განკუთვნილია ისეთი ოპერაციებისთვის, როგორიცაა სისტემაში შესვლა და გადახდების განხორციელება
  • უსაფრთხოების კოდი აქტიურდება თქვენ მიერ ვოლიფეის სისტემაში რეგისტრაციისას დამატებულ ვერიფიცირებულ ნომერზე.
  • ვოლიფეის უსაფრთხოების კოდის შეყვანისას დარწმუნდით, რომ კოდი შეგყავთ ვოლიფეის ონლაინზე ან ვოლიფეის აპლიკაციაში.
  • სატელეფონო კოდი - ელექტროუნლ საფულეში თქვენ მიერ შესვლის დროს სისტემაში გენერირდება, რომელიც აუცილებელია ფინანსური ინფორმაციის მიღებისათვის, პასუხის მისარებად ოპერატორს უნდა უკარნახოთ აღნიშნული კოდი.

 

  1. ვოლიფეის ანგარიშის გამოყენება

 

  • იმ შემთხვევაში, თუ ვოლიფეის სისტემაში ოპერატორს უკავშირდება ვოლიფეის მომხმარებლის წარმომადგენელი (არა ვოლიფეის მომხმარებელი), ოპერატორი მოითხოვს ანგარიშის რეალური მფლობელის თანხმობას ინფორმაციის გაცემაზე ან/და უშუალოდ მასთან გასაუბრებას.
  • ვოლიფეი პასუხისმგებელი არ არის ბალანსის შევსების პროცედურაზე იმ მომენტამდე სანამ თანხები არ აისახება თქვენი ვოლიფეის ანგარიშზე.
  • ვოლიფეის ანგარიშით სარგებლობისას ან ნებისმიერი ოპერაციის განხორციელების პროცესში შესაძლოა დაგისვათ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კითხვები ან მოგთხოვოთ სხვა ისეთი ქმედებების განხორციელება, რასაც ჩვენი კეთილგონივრულობის ფარგლებში ჩავთვლით საჭიროდ.
  • ვოლიფეის ანგარიშით სარგებლობისას ნებისმიერი ოპერაცია (ბალანსის შევსება, თანხის გადარიცხვა/ჩარვიცხვა, თანხის გატანა) შესაძლოა დაექვემდებაროს თანხობრივ ლიმიტებს, უსაფრთოხების და იურიდიული მოთხოვნების თვალსაზრისით.
  • თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ არ გამოიყენებთ ჩარჯბექის უფლებას იმ შემთხვევებში როდესაც მოახდენთ თქვენი ვოლიფეის ანგარიშის შევსებას ისეთი მეთოდით როგორიცაა საკრედიტო ბარათი ან/და სადებეტო ბარათი ან/და ავტომატური გადახდები, რომელიც შეტანილი თანხის ჩარჯბექის საშუალებას იძლევა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გადახდის ინსტრუმენტი გამოყენებული იქნა არაუფლებამოსილი პირის მიერ ან ვოლიფეის მიერ დარღვეულ იქნა მომსახურების პირობები. ჩვენ უფლებას ვიტოვებთ დაგაკისროთ ჩარჯბექთან დაკავშირებული ნებისმიერი გადასახდელი თანხა და საკომისიო რაც ჩვენ დაგვეკისრება ჩარჯბექთან დაკავშირებით.
  • იმ შემთხვევაში თუ ჩარჯბექი ან ჩარიცხული თახის უკან გამოთხოვის უფლების გამოყენება გამოიწვევს თქვენს ვოლიფეის ანგარიშზე უარყოფით ნაშთს (ბალანსის ასახვას), თქვენ ვადლებული ხართ დაუყოვნებლივ დაფაროთ შესაბამისი უარყოფითი ბალანსი. წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნული პირობის არ შესრულება განიხილება როგორც თქვენ მიერ მომსახურების პირობების დარღვევა.
  • თანხის გაგზავნისას დიდი სიფრთხილით და სიზუსტით უნდა შეიყვანოთ მიმღების მონაცემები, რადგანაც თქვენ ვერ შეძლებთ ისეთი ტრანაზქციის გაუქმებას, რომელიც უკვე აისახება მიმღების ანგარიშზე.
  • საბანკო ანგარიშებზე თანხების გადარიცვისას უნდა დარწმუნდეთ, რომ თანხის ოდენობა , ანგარიშის ნომერი, IBAN, სახელი , გვარი , პირადობის მოწმობის ნომერი სწორად არის მითითებული.
  • თქვენს ანგარიშზე თანხის მიღება არ ნიშნავს იმას , რომ ტრანზაქციის ანულირება არ შეიძლება. ვოლიფეი უფლებას იტოვებს გააუქმოს ტრანზაქცია იმ შემთხვევაში, თუ გადამხდელმა, გადამხდელის ბანკმა ან გადახდის სერვისის მომწოდებელმა მოახდინა ტრანზაქციის ან სხვა გადახდის უკუდარიცხვა ან ანულირება.
  • მკაცრად გეკრძალებათ ვოლიფეის ანგარიშის გამოყენება ნებისმიერი უკანონო მიზნებისთვის.
  • ვოლიფეი ნებისმიერი საეჭვო ქმედების შესახებ შეატყობინებს შესაბამის სამართალდამცავ ორგანოს.
  • თქვენ გეკრძალებათ ვოლიფეის სისტემაში ტექნიკური ხარვეზით გამოწვეული პრობლემის დროს არასანქცირებული თანხის გაცემა, გადარიცხვა ან/და მითვისება.
  • თანხის გატანის მცდელობა ანგარიშიდან, რომლის მფლობელადაც თქვენ არ ხართ რეგისტრირებული ჩაითვლება თაღლითურ ქმედებად.
  • ვოლიფეი პასუხს არ აგებს მცდარი დეტალების მითითების შედეგად განხორციელებულ ტრანზაქციაზე.
  • თქვენ ვალდებული ხართ (გევალებათ) რეგულარუად შეამოწმოთ თქვენი ვოლიფეის ანგარიშ(ებ)ის ტრანზაქციების ისტორია და დაუყოვნებლივ დაუკავშირდეთ ვოლიფეის შეკითხვების ან/და პრობლემების არსებობის შემთხვევაში.