შეთანხმება საგადახდო მომსახურების გაწევის თაობაზე

წინამდებარე ხელშეკრულება წარმოადგენს შპს “ვოლიფეი”-სა და მომხმარებელს შორის გაფორმებული შეთანხმების არსებით და განუყოფელ ნაწილს. შეთანხმებაზე ხელმოწერით მომხმარებელი ავტომატურად აცხადებს თანხმობას ქვემოთ მოცემული ხელშეკრულების პირობებზე.

ხელშეკრულების მხარეები:

ერთი მხრივ , შპს “ვოლიფეი” (შემდგომში “პროვაიდერი”) - საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი და მოქმედი კომპანია, საიდენტიფიკაციო ნომრით 405272510 და

მეორე მხრივ, ფიზიკური პირი, რომელმაც სურვილი გამოთქვა, მიიღოს პროვაიდერის საგადახდო მომსახურება და, რომელმაც გააფორმა საგადახდო მომსახურების მიღების თაობაზე შეთანხმება პროვაიდერთან (შემდგომში “მომხმარებელი”),

ერთადწოდებულნი, როგორც “მხარეები”, აფორმებენ წინამდებარე ხელშეკრულებას „ვოლიფეის”-ს მიერ საგადახდო მომსახურების გაწევის თაობაზე (შემდგომში “ხელშეკრულება”) და თანხმდებიან ქვემოთ მოცემულ სახელშეკრულებო პირობებზე.

ინფორმაცია პროვაიდერის შესახებ

მომხმარებელი აცხადებს, რომ ხელშეკრულების ხელმოწერამდე, დეტალურად გაეცნო და გაიაზრა პროვაიდერთან დაკავშირებული შემდეგი ინფორმაცია:

(1) პროვაიდერი წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებულ საგადახდო მომსახურების პროვაიდერს რეგისტრაციის ნომრით 0083-2904. პროვაიდერი საქმიანობას ახორციელებს “საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ” საქართველოს კანონის, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული კანონქვემდებარე აქტებისასა და საქართველოს კანონმდებლობის სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად;

(2) საქართველოს ეროვნული ბანკი წარმოადგენს პროვაიდერის საზედამხედველო ორგანოს, რომლის ვებ-გვერდის მისამართია: www.nbg.gov.ge . პროვაიდერის საზედამხედველო ორგანო -საქართველოს ეროვნული ბანკი, არცერთ შემთხვევაში არ არის პასუხისმგებელი პროვაიდერის მიერ მომხმარებლის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობაზე ან არაჯეროვან შესრულებაზე;

(3) პროვაიდერის ოფიციალური ვებ-გვერდის მისამართია www.wallypay.eu (შემდგომში “პროვაიდერის ვებ-გვერდი”), სადაც განთავსებულია პროვაიდერის სათაო ოფისის მისამართი, პროვაიდერის ელექტრონული ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი, ფილიალების მისამართები და სხვა ინფორმაცია, რაც მნიშვნელოვანია მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის პროცესში.

ხელშეკრულების საგანი

1.1. ამ ხელშეკრულებით და მხარეებს შორის გაფორმებული შეთანხმებით (შემდგომში “შეთანხმება”) პროვაიდერი იღებს ვალდებულებას, გაუხსნას მომხმარებელს ელექტრონული საფულის ანგარიში და გაუწიოს მას აღნიშნულ ანგარიშთან დაკავშირებული საგადახდო მომსახურება (შემდგომში “მომსახურება”).

ელექტრონული საფულე

2.1. ელექტრონული საფულე წარმოადგენს მომხმარებლის სახელზე რეგისტრირებულ

ელექტრონული ფულის ანგარიშს, რომელიც იძლევა ელექტრონული ფულის გამოყენების

საშუალებას ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული ფორმით.

2.2. ელექტრონული საფულე არ წარმოადგენს საბანკო ანგარიშს.

2.3. ელექტრონული საფულე ეკუთვნის მხოლოდ მომხმარებელს. დაუშვებელია ელექტრონული საფულის გასხვისება, გადაფორმება ან დაგირავება.

2.4. ელექტრონული საფულე რეგისტრირდება უვადოდ.

2.5. ელექტრონულ საფულეს გააჩნია ელექტრონული ფულის ანგარიში მინიმუმ ერთ ვალუტაში და ყველა შემთხვევაში - ლარში. ელექტრონულ საფულეს შესაძლოა დაემატოს ანგარიშები სხვადასხვა უცხოურ ვალუტაში.

2.6. ელექტრონულ საფულეში არსებული ელექტრონული ფული წარმოადგენს პროვაიდერის მიერ მომხმარებლისგან მიღებული ფულადი სახსრების ნომინალურ და ექვივალენტ ღირებულებას, რომელიც შენახულია ელექტრონულ საფულეში და, რომელსაც მომხმარებელი ინახავს, ანაღდებს ან იყენებს ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული წესით.

2.7. ელექტრონულ საფულეში არსებული ელექტრონული ფული არ წარმოადგენს პროვაიდერთან განთავსებულ დეპოზიტს და მას არ ერიცხება სარგებელი ან პროცენტი.

2.8. ელექტრონული ფული ელექტრონულ საფულეში განთავსდება მუდმივად, მომხმარებლის მიერ აღნიშნული ელექტრონული ფულის განაღდებამდე ან განკარგვამდე.

ელექტრონული საფულის ანგარიშზე თანხის შეტანა

3.1 მომხმარებელს შეუძლია ვოლიფეის ელექტრონული საფულის ანგარიშზე თანხა შეიტანოს რამდენიმე მეთოდით, სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალებიდან, საბანკო გადარიცხვით, პარტნიორი კომპანიის ფილიალიდან, ელექტრონულ საფულეზე მიბმული საბანკო პლასტიკური ბარათით და სხვა საშუალებებით, რომელსაც პროვაიდერი ხელმისაწვდომს გახდის მომხმარებლისთვის.

პროვაიდერს შეუძლია ნებისმიერ დროს გააუქმოს ან დაამატოს ელექტრონული საფულის ანგარიშზე თანხის შეტანის მეთოდები. ინფორმაცია ელექტრონული საფულის ბალანსის შევსების მეთოდების თაობაზე ხელმისაწვდომი იქნება პროვაიდერის ვებ-გვერდზე. ცვლილებების შემთხვევაში, ინფორმაცია განახლდება.

3.2 სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალებიდან ბალანსის შესავსებად, მომხმარებელი პროვაიდერის ტერმინალზე ირჩევს WALLYPAY ბალანსის შევსებას, უთითებს პირად ნომერს, ან საფულის ნომერს. მომხმარებელს გადახდის აპარატიდან ერთი ოპერაციით შეუძლია მაქსიმუმ 1500 ლარის შეტანა. შეტანილი თანხა რამდენიმე წუთში ისახება მომხმარებლის საფულის ანგარიშზე.

3.3 მომხმარებელს შეუძლია ბალანსის შევსება საქართველოში არსებული კომერციული ბანკების ფილიალებიდან, ან ინტერნეტბანკის საშუალებით. ბალანსის შესავსებად, მომხმარებელმა უნდა წარადგინოს/მიუთითოს შპს ვოლიფეის საბანკო ანგარიშის ნომერი, მიმღებში მიუთითოს „შპს ვოლიფეი“, დანიშნულებაში სავალდებული წესით მიუთითოს იმ საფულის მფლობელის სახელი, გვარი და პირადი ნომერი, ვისი ბალანსის შევსებაც სურს კლიენტს, აღნიშნულ ინფორმაციასთან ერთად, სასურველია მიეთითოს საფულის ნომერი (თუ კლიენტს აქვს ეს ინფორმაცია).

კლიენტის მიერ საბანკო ანგარიშიდან თანხის შეტანის შემთხვევაში, სამუშაო დღეებში (ორშაბათი-პარასკევი) 16:00 საათამდე შეტანილი თანხა ისახება იმავე დღეს, სამუშაო საათების დასრულებამდე, ხოლო 16:00 საათის შემდეგ შეტანილი თანხა ისახება მომდევნო სამუშაო დღის განმავლობაში.

3.4 მომხმარებელს საშუალება აქვს ელექტრონული საფულის ბალანსი შეავსოს პატნიორი კომპანიების სალაროდან. ამისთვის საჭიროა კლიენტი ესტუმროს პარტნიორი კომპანიის ფილიალს, წარადგინოს ვადიანი პირადობის მოწმობა, ან პასპორტი, თუ თანხის შეტანა ხდება მესამე პირის სასარგებლოდ, აუილებელია წარადგინოს მიმღების პირადი ნომერი, ან საფულის ნომერი. ნაღდი სახით შეიტანოს პარტნიორი კომპანიის სალაროში თანხა, რის შემდეგაც თანხა მომენტალურად აისახება კლიენტის საფულეზე.

3.5 მომხმარებელს საშუალება აქვს wallypay ანგარიშზე მიბმული საბარათე ანგარიშიდან შეავსოს საფულის ბალანსი, ამისთვის, მომხმარებელი უნდა შევიდეს აპლიკაციაში და გადარიცხვების განყოფილებიდან გადარიცხოს თანხა საბარათე ანგარიშიდან საფულის ანგარიშზე. თანხა ისახება მომენტალურად.

მომსახურების პირობები

4.1. მომსახურების გაწევის მიზნით, პროვაიდერი მომხმარებელს ინდივიდუალურად გამოუყოფს და გადასცემს საბანკო პლასტიკურ ბარათს (შემდგომში “მომხმარებლის პლასტიკური ბარათი”) და აღნიშნული ბარათის მონაცემებით დაარეგისტრირებს მომხმარებელს პროვაიდერის ვებ-გვერდზე. რეგისტრაციის შედეგად მომხმარებლის სახელზე შეიქმნება მომხმარებლის პლასტიკურ ბარათზე მიბმული ელექტრონული საფულე (შემდგომში “ელექტრონული საფულე”). მომხმარებელს ელექტრონული საფულის მართვის პანელთან წვდომა შეუძლია პროვაიდერის ვებ-გვერდიდან. პროვაიდერმა შესაძლოა შეიმუშავოს მობილური აპლიკაცია, რომლითაც მომხმარებელი ასევე შეძლებს თავის ელექტრონულ საფულესთან წვდომასა და შესაბამისი ფუნქციონალის გამოყენებას. ინფორმაცია ასეთი მობილური აპლიკაციის არსებობისა და მისი გადმოტვირთვის ლინკის შესახებ მოცემული იქნება პროვაიდერის ვებ-გვერდზე.

4.2. მომხმარებელს უფლება აქვს:

4.2.1. ელექტრონული საფულის ანგარიშზე შეინახოს თანხა განუსაზვრელი ვადით;

4.2.2. მომხმარებლის პლასტიკური ბარათის მეშვეობით გაანაღდოს ელექტრონული საფულის

ბალანსზე არსებული თანხები საქართველოს ტერიტორიაზე განთავსებული ცალკეული

კომერციული ბანკების ATM ბანკომატიდან (პროვაიდერის ვებ-გვერდზე განთავსდება

ინფორმაცია იმ კომერციული ბანკების შესახებ, რომელთა ATM ბანკომატებიდან

მომხმარებელი შეძლებს თანხის განაღდებას), ან;

4.2.3. მომხმარებლის პლასტიკური ბარათის მეშვეობით, ელექტრონული საფულის ბალანსზე

არსებული თანხების ფარგლებში, განახორციელოს საქონლის ან მომსახურების

ღირებულების გადახდა სავაჭრო ობიექტში, სადაც გადახდების მიღებისთვის იყენებენ იმ

კომერციული ბანკების POS ტერმინალებს, რომელთა თაობაზე ინფორმაცია განთავსებულია

პროვაიდერის ვებ-გვერდზე.

4.3. მომხმარებლის პლასტიკური ბარათის მეშვეობით თანხის განაღდება ან/და ხარჯვა შესაძლოა დაექვემდებაროს გარკვეულ ლიმიტებს, რომლის თაობაზე ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება პროვაიდერის ვებ-გვერდზე.

საკომისიო

5.1. ინფორმაცია ყველა სახის საკომისიოს შესახებ, რომელიც დადგენილია პროვაიდერის სისტემაში მომსახურების მიღებისთვის ან მასთან დაკავშირებით, განთავსებულია პროვაიდერის ვებ-გვერდზე.

ბარათის დაბლოკვა/შეჩერება

6.1. პროვაიდერს უფლება აქვს ნებისმიერ დროს დაბლოკოს/შეაჩეროს ელექტრონული საფულე და მომხმარებლის პლასტიკური ბარათით სარგებლობა, თუ:

6.1.1. გონივრული ეჭვის საფუძველზე ჩათვლის, რომ მომხმარებელი საგადახდო მომსახურებასა და მომხმარებლის პლასტიკური ბარათით სარგებლობას ახორციელებს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მიზნით;

6.1.2. აღმოაჩენს, რომ ხელშეკრულების გაფორმებამდე არასათანადოდ განხორცდიელდა მომხმარებლის იდენტიფიკაცია;

6.1.3. აღმოაჩნეს, რომ მომხმარებელი ცდილობს გაანაღდოს ან გახარჯოს ელექტრონული საფულის ანგარიშზე სისტემური ხარვეზის შედეგად გაჩენილი არასანქცირებული თანხა, რომელიც მას არ ეკუთვნის.

6.1.4. მომხმარებლის ელექტრონული საფულის ანგარიში და მომხმარებლის პლსატიკური ბარათი არააქტიურია 1 (ერთი) წლის განმავლობაში.

მომხმარებლის პლასტიკურ ბარათთან დაკავშირებული მხარეთა ვალდებულებები

7.1. მომხმარებელი ვალდებულია:

7.1.1. გამოიყენოს მომხმარებლის პლასტიკური ბარათი ამ ხელშეკრულებით დადგენილი პირობების შესაბამისად;

7.1.2. დაიცვას მისთვის გაცემული მომხმარებლის პლასტიკური ბარათის უსაფრთხოების ზომები, უზრუნველყოს ამ ინსტრუმენტის პერსონიფიცირებული საშუალებების დაცვა;

7.1.3. მომხმარებლის პლასტიკური ბარათის დაკარგვის, მოპარვის, უკანონო მითვისების ან უკანონო გამოყენების ფაქტის აღმოჩენის შემთხვევაში მისი აღმოჩენიდან უმოკლეს ვადაში შეატყობინოს ამის თაობაზე პროვაიდერს ცხელ ხაზზე (რაც მითითებულია პროვაიდერის ვებ-გვერდზე).

7.2. პროვაიდერი ვალდებულია:

7.2.1. მიიღოს ყველა შესაძლო ზომა მომხმარებლის პლასტიკური ბარათის დაცულობისა და მისი არამართლზომიერი გამოყენების თავიდან აცილების უზრუნველსაყოფად;

7.2.2. არ გახადოს მომხმარებლის პლასტიკური ბარათის პერსონიფიცირებული უსაფრთხოების მახასიათებლები და საშუალებები ხელმისაწვდომი სხვა პირებისათვის, გარდა ამ თავად მომხმარებლისა;

7.2.3. ნათლად გააცნოს მომხმარებელს მომხმარებლის პლასტიკური ბარათის უსაფრთხოების მოთხოვნები;

7.2.4. უზრუნველყოს მომხმარებლისგან 7.1.3 მუხლით განსაზღვრული შეტყობინების ნებისმიერ დროს მიღება უშუალოდ მომხმარებლისგან ან მის მიერ წინასწარ განსაზღვრული პირისგან. მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში, პროვაიდერი ვალდებულია მიაწოდოს მას შეტყობინების მიღების დასტური, თუ შეტყობინების მიღებიდან გასული არ არის 18 თვეზე მეტი;

7.2.5. მომხმარებლისგან 7.1.3 მუხლით განსაზღვრული შეტყობინების მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს მომხმარებლის პლასტიკური ბარათის შემდგომი გამოყენების აღკვეთა.

7.3. პროვაიდერი საკუთარ თავზე იღებს მომხმარებლის პლასტიკური ბარათის ან/და მისი პერსონიფიცირებული უსაფრთხოების მახასიათებლებისა და საშუალებების გაგზავნასთან დაკავშირებულ ყველა რისკს.

7.4. პროვაიდერი პასუხს არ აგებს მის მიერ შეთავაზებულ უსაფრთხოების ზომაზე მომხმარებლის მიერ უარის თქმის შემთხვევაში დამდგარი შედეგისთვის. ასეთ შემთხვევაში უსაფრთხოების ზომაზე უარის თქმის შედეგად დამდგარი ზიანისთვის პასუხისმგებელია მომხმარებელი.

7.5. მხარეები ვალდებულნი არიან, ამ მუხლით განსაზღვრული ვალდებულებების განზრახ ან დაუდევრობით შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანი აანაზღაურონ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

არაავტორიზებული ან არასწორად შესრულებული ოპერაციები

8.1. არაავტორიზებულ ან არასწორად შესრულებულ ოპერაციებთან დაკავშირებული წესები განისაზღვრება საქართველოს კანონით “საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ”.

ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა

9.1. პროვაიდერი უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს შეიტანოს ცვლილებები წინამდებარე ხელშეკრულებაში. პროვაიდერი იღებს ვალდებულებას, მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი გახადოს ხელშეკრულებაში შესატანი ცვლილებები მათ ამოქმედებამდე ერთი თვით ადრე შემდეგი ფორმით: შეცვლილი ხელშეკრულება გამოქვეყნდება პროვაიდერის ვებ-გვერდზე მომდევნო ვერსიის სახით, ხოლო მომხმარებელს გაეგზავნება შეტყობინება ხელშეკრულების შეცვლისა და მისი ახალი ვერსიის პროვაიდერის ვებ-გვერდზე ხელმისაწვდომობის თაობაზე.

9.2. ამ ხელშეკრულების 9.1 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულება არ ვრცელდება ისეთ შემთხვევაზე, როდესაც ხელშეკრულებას ემატება დებულებები ახალ საგადახდო მომსახურებაზე, რომელიც არ ანაცვლებს და/ან არ ცვლის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საგადახდო მომსახურებებს.

9.3. ხელშეკრულების ცვლილებების ამოქმედებამდე, მომხმარებელს უფლება აქვს, დაგეგმილი ცვლილებების თაობაზე პროვაიდერისგან შეტყობინების მიღებისთანავე ან ხელშეკრულების ცვლილებების ამოქმედებამდე, ნებისმიერ დროს, შეწყვიტოს ხელშეკრულება ყოველგვარი საკომისიოს, ხარჯისა და პირგასამტეხლოს გადახდის გარეშე. თავის მხრივ, ხელშეკრულების ცვლილებებზე მომხმარებლის უარის შემთხვევაში პროვაიდერი უფლებამოსილია, შეტყვიტოს ხელშეკრულება ცვლილებების ამოქმედების თარიღზე. ამ მუხლის შესაბამისად ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ მხარეებმა ერთმანეთს უნდა შეატყობინონ წერილობით.

9.4. პროვაიდერის მიერ შეთავაზებული ხელშეკრულების ცვლილებები ჩაითვლება მომხმარებლის მიერ დადასტურებულად, თუ ცვლილებების ამოქმედებამდე მომხმარებელი არ განუცხადებს წერილობით უარს პროვაიდერს შეთავაზებულ პირობებზე. მომხმარებლის დუმილი პროვაიდერის მიერ შეთავაზებულ ცვლილებზე ჩაითვლება მომხმარებლის თანხმობად.

ხელშეკრულების ხანგრძლივობა და შეწყვეტა

10.1. წინამდებარე ხელშეკრულება იდება განუსაზღვრელი ვადით.

10.2. ხელშეკრულება შესაძლოა შეწყდეს ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული დებულებების შესაბამისად. ხელშეკრულების შეწყვეტა ავტომატურად იწვევს მომხმარებლის სახელზე გახსნილი ელექტრონული საფულის ანგარიშის გაუქმებასა და პროვაიდერის ყველა მომსახურების შეწყვეტას.

10.3. ხელშეკრულება შესაძლოა შეწყდეს:

10.3.1. მომხმარებლის მიერ, ნებისმიერ დროს, პროვაიდერისათვის წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით, რა შემთხვევაშიც პროვაიდერს უფლება აქვს, მოსთხოვოს მომხმარებელს გარკვეული დოკუმენტაციის წარმოდგენა ხელშეკრულების შეწყვეტის გაფორმებასა და დასრულებასთან დაკავშირებით;

10.3.2. პროვაიდერის მიერ, ნებისმიერ დროს, მომხმარებლისათვის წინასწარი წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით, რა შემთხვევაშიც შეწყვეტის შესახებ შეტყობინება მომხმარებელს უნდა გაეგზავნოს მინიმუმ 1 (ერთი) თვით ადრე;

10.3.3. პროვაიდერის მიერ, ნებისმიერ დროს, მომხმარებლისათვის წინასწარი წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით, თუ მომხმარებელი არღვევს წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრულ რომელიმე ვალდებულებას ან პირობას და არ აღმოფხვრის დარღვევას პროვაიდერის გაფრთხილების მიუხედავად;

10.3.4. წინამდებარე ხელშეკრულებითა და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში.

10.4. ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, საგადახდო მომსახურებისთვის რეგულარულად გადასახდელი საკომისიოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გადახდა უნდა მოხდეს მხოლოდ გაწეული საგადახდო მომსახურების პერიოდის პროპორციულად. თუ საგადახდო მომსახურების საკომისიო მომხმარებლის მიერ გადახდილია წინასწარ, მაშინ პროვაიდერი ვალდებულია მომხმარებელს აუნაზღაუროს ზედმეტად გადახდილი თანხა ხელშეკრულების შეწყვეტიდან (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში.

მარეგულირებელი კანონმდებლობა და დავების გადაწყვეტა

11.1. წინამდებარე ხელშეკრულება რეგულირდება და განიმარტება საქართველოს კანონმდებლობით.

11.2. თუ მხარეთა შორის წარმოიშვა დავა ან უთანხმოება წინამდებარე ხელშეკრულებასთან დაკავშირებით ან მისგან გამომდინარე, მხარეები შეეცდებიან, დავა გადაჭრან მოლაპარაკებების გზით.

11.3. მომხმარებელი უფლებამოსილია ვოლიფეის წარუდგინოს საჩივრები „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონიდან, „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის ან/და მათ საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებიდან წარმოშობილ უფლებებსა და ვალდებულებებთან დაკავშირებით. ხოლო, ვოლიფეი ვალდებულია მომხმარებლის საჩივრები მიიღოს, განიხილოს და გამოიყენოს გადაწყვეტის ადეკვატური და ეფექტური პროცედურები, უსასყიდლოდ.

11.4. „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საგადახდო მომსახურების მომხმარებელს უფლება აქვს, საგადახდო მომსახურების პროვაიდერისთვის საჩივრით მიმართვის დღიდან არაუგვიანეს 6 თვის განმავლობაში, საგადახდო მომსახურების პროვაიდერის წინააღმდეგ საჩივრით მიმართოს საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებულ დავების განმხილველ კომისიას (შემდგომ − კომისია) მხოლოდ საგადახდო მომსახურების პროვაიდერისთვის წარდგენილი საჩივრის დადგენილ ვადაში დაუკმაყოფილებლობის (მათ შორის, პასუხის გაუცემლობის) ან ნაწილობრივ დაკმაყოფილების შემთხვევაში. მომხმარებელი უფლებამოსილია კომისიას მიმართოს, თუ მისი მოთხოვნა არ აღემატება 50 000 ლარს ან უცხოურ ვალუტაში 50 000 ლარის ეკვივალენტს (სადავო ქმედების განხორციელების თარიღით ან წარდგენის დღის თარიღით). კომისია დავას განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს საჩივრის წარმოებაში მიღებიდან 90 კალენდარული დღის ვადაში (შესაძლოა გახანგრძლივდეს 30 კალენდარული დღით). კომისია დავას განიხილავს უსასყიდლოდ.

11.5. ნებისმიერ მხარეს, ნებისმიერ დროს, უფლება აქვს მიმართოს თბილისის საქალაქო სასამართლოს.

კომუნიკაცია

12.1. მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა განხორციელდება ქართულ ენაზე.

12.2. მომხმარებელს შეუძლია პროვაიდერთან კომუნიკაცია მოახდინოს პროვაიდერის ვებ-გვერდზე მითითებულ ტელეფონის ნომერზე (ცხელ ხაზზე) ან იმეილზე ან გაუგზავნოს წერილობითი შეტყობინება ფოსტით პროვაიდერის იურიდიულ მისამართზე.

12.3. პროვაიდერი მომხმარებელთან კომუნიკაციას მოახდენს მომხმარებლის პირად მობილურის ნომერზე, იმეილზე, მომხმარებლის ელექტრონული საფულის მართვის პანელში ან ფოსტით მომხმარებლის მისამართზე.

12.4. ელექტრონულ საფულეზე თანხების ჩარიცხვისა და განკარგვის ტრანზაქციების ისტორია განხორციელების დროების ზუსტი მითითებით ნებისმიერ დროს ხელმისაწვდომი იქნება მომხმარებლისთვის ელექტრონული საფულის მართვის პანელში.

12.5. მომხმარებელს უფლება აქვს, ხელშეკრულების მოქმედების მთელ პერიოდში, მოსთხოვოს პროვაიდერს და მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია, რომლის მიღების უფლებაც მომხმარებელს გააჩნია “საგადახდო მომსახურების განხორციელებისას მომხმარებლისთვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 6 იანვრის #1/04 ბრძანებით, აღნიშნული ბრძანების მოქმედი ვერსიის ასლის ჩათვლით.

appleandroid