კონფიდენციალობის პოლიტიკა

“ვოლიფეი“ ­მიესალმება თქვენს ვიზიტს წინამდებარე ვებგვერდზე და მობილურ აპლიკაციაში (შემდგომში ვებგვერდი) აფასებს იმ ინტერესს, რომელსაც ჩვენი სერვისების მიმართ იჩენთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია თქვენი კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა. ამიტომ, ვებგვერდის სტუმრობის განმავლობაში, გვსურს თავს დაცულად და კომფორტულად გრძნობდეთ.

ჩვენ ვიცავთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს, რომელიც შეგროვდა, მუშავდება და გამოიყენება ვებგვერდზე თქვენი სტუმრობის განმავლობაში და შემდგომ პერიოდშიც.

ვებგვერდზე შემოსვლით თქვენ ეთანხმებით წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკას. თუ თქვენ არ ეთანხმებით პოლიტიკას, მაშინ არ უნდა განაგრძოთ ვებგვერდის მომდევნო გვერდებით სარგებლობა.

პერსონალური მონაცემების დამუშავების პირობები განსაზღვრულია წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკით. აღნიშნული დოკუმენტი განმარტავს თუ რა ინფორმაცია მოგვეწოდება თქვენგან ან შეიძლება მოგვეწოდოს, ამასთან, ასახავს იმას, თუ რა სახით და რა მიზნებისთვის გამოიყენება ინფორმაცია თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ პერიოდულად შესაძლებელია კონფიდენციალურობის პოლიტიკის განახლება, ამიტომ მოგიწოდებთ ხშირად შეამოწმოთ ვებგვერდი.

I. პოლიტიკის მიზნები

1. შპს „ვოლიფეი“ წინამდებარე დოკუმენტით „კონფიდენციალურობის პოლიტიკ“-ით (შემდგომში პოლიტიკა) იცავს საქართველოს კანონის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ მოთხოვნებს, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებს და არის მათთან შესაბამისობაში. მონაცემთა დაცვის უზრუნველყოფა წარმოადგენს ბიზნესში კეთილსინდისიერ და სანდო ურთიერთობებს, რაც უმთავრესია შპს „ვოლიფეი“-სთვის. ეს კი მნიშვნელოვანი საფუძველია პარტნიორობისთვის და თანამშრომლობისთვის.

II. პოლიტიკის მოქმედების სფერო და ცვლილება

2.1. წინამდებარე პოლიტიკა ვრცელდება შპს „ვოლიფეი“-ზე, მასთან დაკავშირებულ იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე და გამოიყენება პერსონალური მონაცემების დამუშავების პროცესში.

2.2. წინამდებარე პოლიტიკა, შესაძლოა, დროდადრო განახლდეს. აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილის, რომ მას გაეცნოთ რეგულარულად. წინამდებარე პოლიტიკის უახლესი ვერსია ხელმისაწვდომი იქნება შპს „ვოლიფეი“-ს ვებგვერდზე: https://wallypay.eu/ka

III. კანონმდებლობის გამოყენება

3.1. აღნიშნული პოლიტიკა მოიცავს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს და საერთაშორისო სამართლებრივ პრინციპებს პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებით. წინამდებარე პოლიტიკასა და საქართველოს კანონმდებლობის ნორმებს შორის კოლიზიის შემთხვევაში, უპირატესი ძალა მიენიჭება მოქმედი კანონმდებლობის ნორმებს.

IV. პერსონალური მონაცემების დამუშავების პრინციპები

4.1. პერსონალური მონაცემების დამუშავების დროს, აუცილებელია დაცული იყოს მონაცემთა სუბიექტის ინდივიდუალური უფლებები. პერსონალური მონაცემები უნდა შეგროვდეს და დამუშავდეს კანონიერად და სამართლიანად.

4.2. უკვე დამუშავებულ, არსებულ მონაცემებში შემდგომი ცვლილება, დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში და მოითხოვს შესაბამისი საფუძვლების არსებობას.

4.3. პერსონალურ მონაცემთა შეგროვება, დამუშავება უნდა მიმდინარეობდეს გამჭვირვალედ. მონაცემთა სუბიექტი უნდა იყოს ინფორმირებული თუ როგორ ხდება მის შესახებ არსებული მონაცემების დამუშავება. ზოგადად, პერსონალური მონაცემები უნდა შეგროვდეს უშუალოდ იმ პირისგან, ვისაც ეს მონაცემები ეხება. მონაცემების შეგროვებისას, მონაცემთა სუბიექტმა უნდა იცოდეს:

1. მონაცემთა დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის ვინაობა;

2. მონაცემთა დამუშავების მიზანი;

3. მესამე პირები, რომლებსაც შესაძლოა პერსონალური მონაცემები გადაეცეს;

4.4. დაცული პერსონალური მონაცემები უნდა იყოს ზუსტი(შესაძლებლობის ფარგლებში), სრული და უახლესი.

4.5. პერსონალური მონაცემები არის კონფიდენციალური, შესაბამისად ინდივიდუალური მონაცემი უნდა იყოს დაცული შესაბამისი ორგანიზაციული და ტექნიკური ზომების გამოყენებით, რომლებიც გამორიცხავენ მონაცემებზე უნებართვო წვდომას, უკანონო დამუშავებას ან გავრცელებას, ასევე, შემთხვევით დაკარგვას, ცვლილებას ან განადგურებას.

V. ინფორმაციის შეგროვება

5.1. პირადი ინფორმაცია/პერსონალური მონაცემები, რომელიც ვოლიფეიმ შეიძლება შევაგროვოს, დაამუშაოს და საჭიროების შემთხვევაში მოითხოვოს მესამე პირებისგან ან გადასცეს მათ, არის:

1. სახელი, გვარი

2. პირადი ნომერი და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პასპორტი, პირადობის მოწმობა) ნომერი;

3. ფაქტობრივი და იურიდიული მისამართი;

4. სქესი:

5. დაბადების თარიღი;

6. ელ. ფოსტის მისამართი;

7. მობილური ტელეფონის ნომერი;

8. სხვა ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც შეიძლება მოგვეწოდოს პირისპირ შეხვედრისას, განცხადების შევსებისას, ვოლიფეის ვებგვერდზე, სოციალური მედიის საშუალებით, ელექტრონული ფოსტით, ონლაინ კონსულტაციისას, ტელეფონით ან სხვა საშუალებებით.

5.2 ვოლიფეის ვებგვერდზე ვიზიტისას ან მობილური აპლიკაციით სარგებლობისას შეგროვებული ინფორმაცია შეიძლება იყოს შემდეგი:

1. ვებგვერდზე ვიზიტის დრო;

2. IP მისამართი;

3. ინტერნეტ სერვისის პროვაიდერი (რომელსაც თქვენ იყენებთ ინტერნეტთან დასაკავშირებლად);

4. ვებგვერდზე ვიზიტის ადგილი;

5. ბრაუზერის ტიპი და ვერსია;

6. სხვა საკომუნიკაციო ინფორმაცია;

5.3. მესამე პირების მიერ მოწოდებული ინფორმაცია შეიძლება მოიცავდეს ინფორმაციას, რომელიც გათვალისწინებულია და განსაზღვრულია პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ საქართველოს კანონით, ასევე ინფორმაციას, რომელიც მიღებულია მონაცემების სუბიქტის წინასწარ დაფიქსირებული თანხმობის საფუძველზე:

1. ბანკების ან სხვა ფინანსური ინსტიტუტებისგან გადახდების შესახებ;

2. ბიზნეს პარტნიორებისგან ტექნიკური, ანგარიშსწორების, მომსახურების მიწოდების, სარეკლამო ქსელის სფეროში, ანალიტუკური პროვაიდერებისგან, საძიებო მომსახურების მიმწოდებლებისგან, მომსახურების გაწევის პროცესში;

3. გადახდისუნარიანობის შესახებ;

4. ნებისმიერი სხვა შემთხვევა ინფორმაციის გადმოცემასთან დაკავშირებით, რაზეც არსებობს სუბიექტის წინასწარი თანხმობა ინფორმირებულობასთან და გადმოცემასთან დაკავშირებით.

VI. შეგროვებული ინფორმაციის გამოყენება

6.1. ვოლიფეის მიერ შეგროვებული ინფორმაცია გამოყენებული იქნება საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში, მონაცემების სუბიექტის ინტერესების შესაბამისად საუკეთესო მომსახურების გასაწევად. შეგროვებული ინფორმაციის გამოყენების მიზანია:

1. იდენტიფიკაცია;

2. სასურველი მომსახურების გაწევა;

3. დაკავშირება;

4. ჩვენი პროდუქციისა და სერვისების გაუმჯობესება;

5. ჩვენი ვებგვერდის ადმინისტრირება და დახვეწა, უსაფრთხოების დაცვა და იმის უზრუნველყოფა, რომ მონაცემები სუბიქტის მოწყობილობაზე წარმოდგენილი იქნას ყველაზე ეფექტური ფორმით;

6. კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებების შესრულება;

7. სახელშეკრულებო პირობების შესრულება;

8. ჩვენი მარკეტინგული და სარეკლამო საქმიანობის გაუმჯობესება;

9. დავის არსებობის შემთხვევაში მისი გადაწყვეტა.

10. ნებისმიერი სხვა კანონიერი მიზნით, რომელიც შესაბამისობაში მოდის მანოქისა და კლიენტს შორის დამყარებულ სამართლებრივ ურთიერთობასთან.

VII. შეგროვებული ინფორმაციის მესამე პირებისთვის გადაცემა

7.1. ვოლიფეიმ შესაძლოა გადასცეს პერსონალური მონაცემები ჩვენს პარტნიორ კომპანიებს ჩვენს შორის არსებული სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულებისა და ამ პოლიტიკით განსაზღვრული სხვა მიზნებისთვის. ინფორმაცია გადაეცემათ:

1. ბანკებს და სხვა ფინანსურ ორგანიზაციებს თქვენთვის სათანადო მომსახურების გაწევის მიზნით (რომლებიც გადაამოწმებენ, დაამუშავებენ და საჭიროების შემთხვევაში კანონმდებლობით გათვალისწინებული ფარგლებით თქვენთვის მომსახურების გაწევის მიზნით გამოითხოვენ ან გადასცემენ თქვენს მონაცემებს მესამე პირებს);

2. ანალიტიკური და საძიებო სისტემების პროვაიდერებს, რომლებიც გვეხმარებიან ვებსაიტის გაუმჯობესებისა და ოპტიმიზაციაში;

3. ჩვენი ბიზნესის მთლიანად ან ნაწილობრივ გაყიდვამ შესაძლოა გამოიწვიოს თქვენი პერსონალური მონაცემების გადაცემა მესამე პირებისთვის;

4. სხვა ნებისმიერი მიზნისთვის, რაც აუცილებელია თქვენთვის მომსახურების გასაწევად.

7.2. მონაცემების გადაცემისას ჩვენ ვალდებულნი ვართ უზრუნველვყოთ, რომ მონაცემთა მიმღები დაიცავს პერსონალური მონაცემების შენახვისა და დამუშავების ანალოგიურ უსაფრთხოების ზომებს, როგორც ვიცავთ ჩვენ.

7.3. თქვენი პირადი მონაცემები მუშავდება, ინახება და გადაეცემა მესამე პირებს ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკით განსაზღვრული წესითა და მოცულობით, ასევე თქვენსა და ჩვენ შორის გაფორმებული ხელშეკრულების და თქვენ მიერ დრო და დრო დაფიქსირებული თანხმობის საფუძველზე. ჩვენ შეიძლება გავცეთ თქვენი ინფორმაცია თქვენი ან სხვების დაცვის მიზნით. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, რომ გავცემთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას იმ შემთხვევებში, როდესაც ამას მოითხოვს კანონმდებლობა. როდესაც ჩვენ ჩავთვლით აუცილებლად ჩვენი უფლებების დასაცავად ან ვებ-გვერდის მიმართ ნებისმიერი სასამართლო პროცესის ან სხვა სახის სამართლებრივი დავის გამო. ამასთან, ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, გავცეთ თქვენი ინფორმაცია შემდეგი მიზნებისათვის: წინამდებარე პოლიტიკის დაცვა და განხორციელება; ჩვენი ვებგვერდით სარგებლობის პირობების ან სხვა ხელშეკრულების დაცვა და განხორციელება; ვებგვერდის, მისი მომხმარებლების ან სხვათა უფლებების, საკუთრების ან უსაფრთხოების დაცვა.

VIII. „ბმულების“ გამოყენება

8.1. „ბმულების“ გამოყენება ხდება თქვენი ვებ სერვერიდან ინფორმაციის შეგროვების მიზნით.

8.2. „ბმულები“ შეიცავს ინფორმაციას, რომელიც დამახსოვრებულია თქვენი კომპიუტერის მყარ დისკზე. ბმულები არ შეიცავს პირად ინფორმაციას, ისინი შეიცავს მხოლოდ ჩვენს ვებგვერდზე შემოსვლის სტატისტიკურ ინფორმაციას, რაც გვეხმარება ვებგვერდის გაუმჯობესებაში და პერსონალიზირებული მომსახურების შექმნაში.

8.3. თუ თქვენ არ გსურთ თქვენი ბმულების ინფორმაციის გამჟღავნება, შეგიძლიათ წაშალოთ თქვენი ბრაუზერის მეშვეობით. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ჩვენი ბმულების წაშლის ან გაუქმების შემთხვევაში თქვენ შესაძლოა არ გქონდეთ საშუალება სრულად იხილოთ ვებგვერდი და ისარგებლოთ მისი ყველა ფუნქციით.

IX. ინფორმაციის შენახვა

9.1. ინფორმაცია შენახული იქნება ჩვენს დაცულ სერვერებზე, ნებისმიერი ინფორმაციის მიმოცვლა ჩვენ სერვერზე იქნება დაშიფრული თქვენივე უსაფრთხოებისთვის. ამასთან, ინფორმაციის შენახვა მოხდება მხოლოდ იმ პერიოდით, რაც გონივრულად არის აუცილებელი იმ კონკრეტული მიზნისათვის, რა მიზნისთვისაც მოხდა თავდაპირველად მონაცემების შეგროვება. ეს მიზანი შეიძლება იყოს თქვენ მიმართ ნაკისრი ვალდებბულების შესრულება და ჩვენი კანონიერი ინტერესის დაცვა.

9.2. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ონლაინ ინფორმაციის მიმოცვლა არ არის ბოლომდე დაცული და არსებობს შანსი, რომ დაცული ინფორმაცია გარკვეული რისკის ქვეშ დადგეს.

9.3. თქვენ მიერ გაცემულ ნებისმიერ ინფორმაციაზე პასუხისმგებელი ხართ თქვენ. გთხოვთ, სიფრთხილე გამოიჩინოთ პაროლებისა და სხვა ინფორმაციის გაცემისას.

9.4. კომპანია არ არის პასუხისმგებელი ვებგვერდზე განთავსებული მესამე პირების ლინკებზე (ვებგვერდებზე). მესამე პირების ნებისმიერი ლინკი, რაც განთავსებულია ჩვენს ვებგვერდზე არ არის ჩვენი კონტროლის ქვეშ და მათზე არ ვიღებთ პასუხისმგებლობას.

X. თქვენი უფლებები მონაცემების მიმართ

10.1. თქვენ ნებისმიერ დროს გაქვთ უფლება მოითხოვოთ ინფორმაცია თქვენი პირადი მონაცემების შესახებ, რომელსაც ჩვენ ვამუშავებთ, დამუშავების მიზანი, ხასიათი და ინფორმაცია თუ ვის ვაწვდით ჩვენ ამგვარ ინფორმაციას (თუ აღნიშნულის გამჟღავნება არ არის აკრძალული კანონით).

10.2. თქვენ შესახებ ინფორმაციის გადამოწმების მიზნით შეგიძლიათ უფასოდ მოითხოვოთ ჩვენ მიერ დამუშავებული ინფორმაციის ასლი. მოითხოვოთ პირადი მონაცემების განახლება, შესწორება ან წაშლა ნებისმიერ დროს. ჩვენ უფლებას ვიტოვებთ უარი განვაცხადოთ აღნიშნული მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე თუ ეს რისკის ქვეშ დააყენებს სხვების კონფიდენციალურობას, უარყოფით გავლენას მოახდენს მომსახურების ხარისხზე, არაგონივრულია ან განმეორებადი და საჭიროებს არაპროპორციულ ძალისხმევას. ამასთან, კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევებშიც.

XI. ასაკი

11.1 ჩვენი მომსახურებით სარგებლობისთვის თქვენ უნდა იყოთ სრულწლოვანი (18 წლის).

XII. დაკავშირება

გთხოვთ, დაგვიკავშირდით წინამდებარე პოლიტიკისა ან ჩვენ მიერ თქვენი მონაცემების დამუშავების წესთან დაკავშირებით არსებული შეკითხვების, მოთხოვნების ან კომენტარების შემთხვევაში. ჩვენთან კომუნიკაციის მიზნით გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე support@wallypay.eu ან/და ტელეფონის ნომერზე +995 032 256 05 55.

XIII. ცვლილებები პოლიტიკაში

წინამდებარე პოლიტიკა შესაძლოა ნებისმიერ დროს შეიცვალოს და ჩვენი ვალდებულებაა მივუთითოთ მისი ბოლო შესწორების თარიღი. თუ პოლიტიკაში მოხდება რაიმე მატერიალური ან არსებითი ცვლილება, ჩვენ შეგატყობინებთ ვებგვერდის, ელექტრონული ფოსტის ან სხვა საკომუნიკაციო არხების მეშვეობით.

მისამართი

შპს „ვოლიფეი“

საქართველო, ქ. თბილისი,

ალ. ყაზბეგის გამზ. #42

appleandroid