Wallypay-ს საფულის გამოყენების პირობები

WALLYPAY-ის საფულის გამოყენების პირობები

  1. შესავალი
    • Wallypay წარმოადგეს ელექტრონულ საფულესა და საგადახდო ინსტრუმენტს, რომელსაც ოპერირებას უწევს შპს „მანიქო“. შპს „მანიქო“ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერია რეგისტრაციის ნომრით: 0083-2904, იგი საქმიანობას ახორციელებს “საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ” საქართველოს კანონის, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული კანონქვემდებარე აქტებისა და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად.
    • Wallypay ანგარიში საშუალებას იძლევა თანამედროვე, უსაფრთხო დ მარტივი ელექტრონული მომსახურებით კლიენტმა მართოს საკუთარი ფინანსები, აწარმოოს გადახდები და გადარიცხვები.
    • ყველა მომხმარებელი, რომელსაც სურს გახსნას Wallypay ანგარიში, აუცილებელია დაეთანხმოს წინამდებარე ანგარიშის გამოყენების წესებსა და პირობებს.
    • აღნიშნული დოკუმენტით რეგულირდება wallypay ანგარიშის გახსნის, გამოყენების და დახურვის პირობები კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან ერთად. სამართლებრივი ურთიერთობა მომხმარებელსა (კლინეტსა) და კომპანიას შორის რეგულირდება ასევე შპს „მანიქოს“ სხვა შესაბამისი დოკუმენტების საფუძველზე.
    • დამატებითი სერვისების გამოყენებისას, შესაძლებელია საჭირო გახდეს კლიენტის, როგორც მომხმარებლის თანხმობის განცხადება (დასტური)  შესაბამის დოკუმენტზე.
    • კომპანია უფლებას იტოვებს ნებისმიერ დროს შეიტანოს ცვლილება წინამდებარე დოკუმენტში. ცვლილებების განთავსება ხდება კომპანიის ვებგვერდზე.
    • მომსახურების პირობების ცვლილება ან მასში დამატების შეტანა აისახება კომპანიის ვებგვერდზე. კომპანიის სიახლეების და ცვლილებების გაცნობის მიზნით კლიენტი ვალდებულია პერიოდულად, თვეში ერთხელ მაინც, ეწვიოს კომპანიის ვებგვერდს.
    • აღნიშნული დოკუმენტის ბოლო, განახლებული ვერსია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე www.wallypay.eu

 

  1. ტერმინთა განმარტება

 

ა) საგადახდო სისტემა − ფულადი სახსრების საგადახდო სისტემა, ფასიანი ქაღალდებით ანგარიშსწორების სისტემა, კლირინგის სისტემა;

ბ) ფულადი სახსრების საგადახდო სისტემა – საერთო წესებისა და სტანდარტული პროცედურების ერთობლიობა, რომელიც უზრუნველყოფს ფულადი სახსრების გადარიცხვის ოპერაციების ან ტრანსფერორდერების დამუშავებას;

გ) კლირინგის სისტემა – სისტემის სამ ან მეტ მონაწილეს შორის საერთო წესებისა და სტანდარტული პროცედურების ერთობლიობა, რომლის საშუალებითაც ხდება მონაწილეთა მიერ გაგზავნილი ტრასფერორდერების დამუშავება და მათ საფუძველზე ნეტპოზიციების გამოთვლა ან/და დადგენა მონაწილეებს შორის შემდგომი ანგარიშსწორებისთვის და რომელშიც ნეტპოზიციების გამოთვლა შეიძლება ემყარებოდეს პრინციპს, რომლის დროსაც სისტემის ოპერატორი მოქმედებს გამყიდველის სახელით ყველა მყიდველის მიმართ და მყიდველის სახელით ყველა გამყიდველის მიმართ;

დ) სისტემის ოპერატორი (ოპერატორი) – იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დამოუკიდებლად ან სხვა იურიდიულ პირებთან ერთად, უფლებამოსილია და პასუხისმგებელია საგადახდო სისტემის ოპერირებისა და სისტემის წესების შემუშავებისთვის;

ი) სისტემის წესები − სისტემის ოპერატორის მიერ შემუშავებული წესებისა და პროცედურების ერთობლიობა, რომელიც განსაზღვრავს სისტემის მუშაობას;

კ) საგადახდო მომსახურების პროვაიდერი (პროვაიდერი) − იურიდიული პირი, რომელიც საგადახდო მომსახურების მომხმარებელს უწევს საგადახდო მომსახურებას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

ლ) ელექტრონული ფულის პროვაიდერი – საგადახდო მომსახურების პროვაიდერი, რომელიც უშვებს ელექტრონულ ფულს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

მ) საგადახდო მომსახურების მომხმარებელი (მომხმარებელი) – პირი, რომელიც სარგებლობს საგადახდო მომსახურებით, როგორც გადამხდელი ან/და მიმღები;

ნ) გადამხდელი – პირი, რომელიც გასცემს საგადახდო დავალებას ან/და ეთანხმება საგადახდო დავალების გაცემას;

ო) მიმღები – პირი, რომლის სასარგებლოდაც ხორციელდება გადახდის ოპერაცია;

პ) საგადახდო ინსტრუმენტი – ტექნიკური საშუალება ან/და საგადახდო მომსახურების პროვაიდერსა და მომხმარებელს შორის შეთანხმებული პროცედურების ერთობლიობა, რომლის მეშვეობითაც საგადახდო მომსახურების მომხმარებელი ახდენს საგადახდო დავალების ინიციირებას;

ჟ) ელექტრონული ფულის ინსტრუმენტი – საგადახდო ინსტრუმენტი, რომელიც იძლევა ელექტრონული ფულის გამოყენების საშუალებას;

რ) ელექტრონული ფული – ელექტრონული ფულის პროვაიდერის მიერ გადახდის ოპერაციების განხორციელების მიზნით მომხმარებლისგან მიღებული ფულადი სახსრების ნომინალური ღირებულება, რომელიც შენახულია ელექტრონულად (მათ შორის, მაგნიტურ მატარებელზე)და რომელაც გადახდის საშუალებად, მისი გამომშვების გარდა, მესამე პირებიც აღიარებენ;

ს) საკომისიო - საკომისიო, ასევე, მომხმარებლის ნებისმიერი სახის ფულადი ვალდებულება, რომელიც შინაარსობრივად წარმოადგენს პროვაიდერის მიერ მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევის საფასურს;

ტ) საგადახდო ანგარიში - ერთი ან მეტი საგადახდო მომსახურების მომხმარებლის სახელზე არსებული ანგარიში, მათ შორის ელექტრონული ფულის ანგარიში, რომელიც გამოიყენება გადახდის ოპერაციების შესასრულებლად;

უ) ავთენტიფიკაცია − პროცედურა, რომელიც საგადახდო მომსახურების პროვაიდერს საშუალებას აძლევს მოახდინოს საგადახდო მომსახურების მომხმარებლის იდენტობის დადგენა ან/და საგადახდო ინსტრუმენტის გამოყენების ვალიდურობის დადგენა, რომელიც მათ შორის მოიცავს მომხმარებლის მიერ გამოყენებული უსაფრთხოების პერსონიფიცირებული მახასიათებლებისშემოწმებას;

ფ) იდენტიფიკაცია - პირის შესახებ ისეთი საიდენტიფიკაციო მონაცემების მოპოვება,რომლებიც მისი მოკვლევის და სხვა პირებისგან გამორჩევის საშუალებას იძლევა;

ქ) ვერიფიკაცია - ისეთი ინფორმაციის (დოკუმენტაციის) მოპოვება, რომელიც ანგარიშვალდებულ პირს საშუალებას აძლევს გადაამოწმოს პირის შესახებ მოპოვებული საიდენტიფიკაციო მონაცემების სიზუსტე, ხოლო ბენეფიციარი მესაკუთრის შემთხვევაში, აგრეთვე დარწმუნდეს, რომ მისთვის ცნობილია ბენეფიციარი მესაკუთრის ვინაობა;

ღ) კომპანია - შპს „მანიქო“ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერი;

ყ) კლიენტი/მომხმარებელი  - პირი, რომელიც შპს „,მანიქოსთან“ ამყარებს საქმიან ურთიერთობას ან დებს ერთჯერად გარიგებას მისი მომსახურებით სარგებლობის მიზნით;

 

  1. Wallypay ანგარიში
    • Wallypay ანგარიში წარმოადგენს საფულეს, რომელიც საშუალებას აძლევს კლიენტს გაგზავნოს, მიიღოს და გადაიხადოს თანხა ელექტრონულად.
    • WallyPay ანგარიში, კლიენტის სურვილის მიხედვით,  შეიძლება მოიცავდეს სავალუტო ანგარიშებს - EUR/USD, რაც თქვენს ელექტრონულ გადახდებს უფრო ხელმისაწვდომს ხდის.
    • კლიენტს უფლება აქვს განახორციელოს გადახდები მხოლოდ იმ ვალუტაში, რომელშიც დენომინირებულია შესაბამისი ქვეანგარიშები.თუ ქვეანგარიშზე არსებული ნაშთი არ არის საკმარისი სასურველი ტრანსაზქციის განსახორციელებლად, კლიენტს უფლება აქვს დააკონვერტიროს თანხები სხვა ანგარიშებიდან, რა შემთხვევაშიც კონვერტაციის კურსი იქნება შესაბამისი დღისთვის კომპანიის მიერ განსაზღვრული გადაცვლის კურსი. კლიენტის საფულის მოქმედების ვადა ამოუწურავია და არ ერიცხება რაიმე სახის პროცენტი.
    • wallypay ანგარიში უვადოა
    • საფულეზე არსებულ ნაშთს რაიმე სახის პროცენტი არ ერიცხება.
    • კლიენტს უფლება აქვს ნებისმიერ დროს გაანაღდოთ საფულეზე არსებული ნაშთი მისთვის მოსახერხებელი მეთოდით.
    • გასანაღდებელი თანხის მინიმალური მოცულობა განსაზღვრული არაა, თუმცა აუცილებელია კლიენტის ანგარიშზე არსებული თანხა სამკარისი იყოს გათვალისწინებული საკომისიოს დასაფარად.
    • Wallypay ანგარიში ეკუთვნის იდენტიფიცირებულ პირს, ვის სახელზეც ანგარიშია რეგისტრირებული. აკრძალურლია ანგარიშის გადაცემა მესამე პირზე (პირებზე). არავის აქვს უფლება ვოლიფეის ანგარიშზე რიცხული თანხები გამოიყენოს ანგარიშის მფლობელის და კანონმდებლობით განსაზღვრული შემთხვევების (მემკვიდრეობა და ა.შ.) გარდა სხვა პირმა (პირებმა).
    • Wallypay ანგარიშის შევსება, ტრანზაქციების რაოდენობა და გასანაღდებელი თანხის მოცლობა შესაძლოა დაექვემდებაროს ლიმიტებს, რის შესახებაც გეცნობებათ კომპანიის მიერ.
    • აუცილებელია გაითვალისწინოთ, რომ Wallypay ანგარიში არ წარმოადგენს საბანკო ანგარიშს.

 

  1. ანგარიშის გახსნა და მომსახურება
    • Wallypay ანგარიში შესაძლებელია გაიხსნას ელექტრონულად, საიტიდან eu მობილური აპლიკაციიდან, ან პარტნიორი კომპანიის ფილიალში ვიზიტის შემდგომ.
    • Wallypay ანგარიშის გასახსნელად აუცილებელია კლიენტს ქონდეს მობილური ოპერატორის ქსელში ჩართული ტელეფონი.
    • ანგარიშის გახსნა შეუძლია პირს, რომლის ასაკია 18 წელი ან მეტი.
    • Wallypay ანგარიშის გახსნისას, აუცილებელია მიეთითოს რეგისტრაციისთვის საჭირო ყველა საიდენტიფიკაციო მონაცემი და აიტვირთოს საიდენტიფიკაციო დოკუმენტი.
    • რეგისტრაციის დასრულებამდე, აუცილებელია კლიენტი დაეთანხმოს ანგარიშის მომსახურების პირობებს.
    • რეგისტაციის დასრულებამდე, კლიენტი ვალდებულია მიუთითოს რა მიზნით აპირებს გამოიყენოს wallypay ანგარიში.
    • ანგარიშის გახსნის მომენტში, (გარდა ფილიალში ოპერატორის მიერ გახსნილი ანგარიშისა) მომხმაებელი (კლიენტი) არის იდენტიფიცირებული და საჭიროებს ვერიფიკაციას.
    • იდენტიფიცირებულ, არავერიფიცირებულ მომხმარებელს (კლიენტს) აქვს მხოლოდ კომუნალური გადასახადების გადახდის საშუალება, ყველა პროდუქტის სრულფასოვანი წვდომისთვის,საჭიროა კლიენტმა გაიაროს ვერიფიკაცია.
    • კლიენტის ვერიფიკაცია შესაძლებელია მხოლოდ ვადიანი, აქტიური პირადობს მოწმობით, ან პასპორტით.
    • მომხამრებელს შეუძლია ქონდეს მხოლოდ ერთი wallypay ანგარიში
    • ანგარიშის გახსნისას wallypay ანგარიშის მომსახურების წესებზე დათანხმებით, კლიენტი ასევე ეთანხმება კანონმდებლობით განსაზღვრული შემთხვევების არსებობისას,  კომპანიის მიერ მისი პირადი მონაცემების გადაცემას და/ან  გამოთხოვას  ფიზიკური ან იურიდიული პირებისგან.
    • Wallypay ანგარიშის გახსნით, კლიენტი აცხადებს და გარანტიას იძლევა, რომ მის მიერ ანგარიშის გახსნით არ არღვევს რაიმე კანონს და/ან რეგულაციას. კლიენტი ვალდებულია  დაიცვას კომპანიის  ინტერესები და აანაზღაუროს ყველა ზიანი, რომელიც მიადგა  ან მიადგება კომპანიას კლიენტის მიერ წინამდებარე პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში.
    • კლიენტი ვალდებულია wallypay ანგარიშის გახსნისას, ან შემდგომ დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნისას, მიაწოდოს კომპანიას ზუსტი და უტყუარი ინფორმაცია.
    • კომპანია უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოთხოვოს კლიენტს დაადასტუროს მითითებული ინფორმაციის სიზუსტე დამატებითი ინფორმაციის ან დოკუმენტის წარდგენით.
    • კომპანია უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია კლიენტის შესახებ და ინფორმაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, შეუზღუდოს წვდომა ტრანზაქციებზე.
    • კომპანიას უფლლება აქვს დაუკავშირდეს კლიენტს სხვადასხვა საკომუნიკაციო არხით ანგარიშზე ინფორმაციის მოსაწოდებლად და/ან კომერციული მიზნებისთვის.
    • კლიენტი ვალდებულია  გადაამოწმოს მითითებული საკომუნიკაციო საშუალებების სიზუსტე და გადაამოწმოს კომპანიისგან მიღებული ყველა შეტყობინება.
    • კომპანია პასუხს არ აგებს კლიენტისთვის დაკისრებული მოთხოვნების შეუსრულებლობით გამოწვეულ ზარალზე.
    • რეგისტრაციის პროცესში კლიენტი ვალდებულია განსაზღვროს მიზნები, თუ როგორი საქმნიანობისთვის გამოიყენება ანგარიში - ინდივიდუალური თუ სამეწარმეო საქმნიანობისთვის. გაითვალისწინოს, რომ, იმ შემთხვევაში თუ ანგარიშს გახსნის ინდივიდუალი საქმიანობისთის , შემდეგომში არ ექნებათ ამ ანგარიშის სამეწარმეო საქმიანობისთვის გამოყენების უფლება, ან პირიქით.

 

  1. საფულის მართვა და ოპერაციები
    • ყველა საგადახდო დავალება უნდა შეიცავდეს ტრანზაქციის განსახორციელებლად ყველა აუცილებელ რეკვიზიტს.
    • კოპმპანიას წინასწარ აქვს გაწერილი ყველა მომსახურების/ტრანზაქციის საკომისიო და ლიმიტი, რაც კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა ხელმისაწვდომი.
    • კომპანიას უფლება აქვს ნებისმიერ დროს შეცვალოს მომსახურების საკომისიო და ლიმიტები, რის შესახებაც ეცნობებთა კლიენტებს მათ მიერ მითითებული საკონტაქტო წყაროების საშუალებით. მომსახურების საკომისიოს და ტარიფების ცვლილება ქვეყნდება კომპანიის ვებგვერდზე და ძალაში შედის გამოქვეყნებიდან 14 კალენდარულ დღეში.
    • კომპანიას უფლება აქვს შეზღუდოს ტრანზაქციების რაოდენობა და თანხის მოცულობა კლიენტის საფულეზე გარკვეული დროის განმავლობაში.
    • კომპანიას უფლება აქვს ნებისმიერ დროს მოითხოვოს კლიენტისგან დამატებითი იდენტიფიკაცია, ინფორმაცია შემოსავლებზე, ან ტრანზაქციის მიზანზე/დანიშნულებაზე, ინფორმაცია შეიძლება მოთხოვნილ იქნას როგორც სატელეფონო საუბრის განხორციელებით, ისე კითხვარის საშუალებით.
    • კლიენტის ვალდებულია რეგულარუად გადაამწმოს ანგარშზე არსებული ნაშთის რაოდენობა და ტრანზაქციების ისტორია, უზუსტობისა და შეუსაბამოსის შემთხვევაში კი დაუყოვნბლივ აცნობოს კომპანიას.
    • აპლიკაციის გამოყენებით შესაძლებელია დისტანციურად სესხის მოთხოვნა.
    • დისტანციურად ონლაინ სესხის გაცემის მომსახურებით სარგებლობისთვის მომხმარებლებმა სასურველ თანხაზე მოთხოვნა ციფრული არხების, კერძოდ აპლიკაციის საშუალებით უნდა დააფიქსირონ.
    • აღნიშნული გამარტივებული პროცედურით სარგებლობა  შეუძლიათ, იმ მომხმარებლებს  რომლებსაც  სესხის ლიმიტი სრულად არ აქვთ ათვისებული და სურთ დამატებითი თანხის მიღება.

 

  1. wallypay ანგარიშის უსაფრთხოება და დაცვა
    • კლიენტი ვალდებულია უსაფრთხოდ შეინახოს და არავის გაუმჟღავნოს მობილურ აპლიკაციასთან წვდომის პაროლი და კოდი.
    • კომპანიას უფლება აქვს მოითხოვოს საიდენტიფიკაციო მონაცემები მომსახურების მისაღებად, თუმცა კომპანიის თანამშრომელი არასდროს მოითხოვს გაანდოთ პაროლი ან კოდი მას, ან ნებისმიერ სხვა მესამე პირს.
    • კლიენტი ვალდებულია გადაამოწმოს wallypay-ის სახელით მისული ყველა შეტყობინების ნამდვილობა, ასევე გადაამოწმოს ვებ-გვერდის მისამართი მანამ, სანამ შეიყვანს wallypay ანგარიშის მომხმარებლის სახელსა და პაროლს ან გადაამოწმოს მობილური აპლიკაციის ნამდვილობა. ეჭვის შემთხვევაში,კლიენტი ვალდებულია  დაუკავშირდეს მკომპანიას.
    • კლიენტი ვალდებულია დააყენოს საკმარისი სირთულის პაროლი და გარკვეული პერიოდულობით შეცვალოს პაროლი ანგარიშის უსაფრთხოებისთვის, ასევე არ შეინახოს პაროლი ბრაუზერში.
    • კლიენტი ვალდებულია არ შეინახოს პაროლი სხვებისთვის ხელისაწვდმ ადგილას, ასევე შეიყვანოს ავტორიზაციის მონაცემები იმგვარად, რომ შესაძლებელი გახდეს მონაცემების მესამე პირისთვის გაცხადება.
    • იმ შემთხვევაში, თუ სისტემაში ავტორიზაციისთვის აუცილებელი მონაცემები მოხვდა მესამე პირის ხელში, ან არის საფუძვლიანი ეჭვი, რომ შესაძლოა მესამე პირის მიერ ხდებოდეს ანგარიშის არასანქცირებული გამოყენება, კლიენტი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოთ კომპანიას.
    • კლიენტის მიერ წინამდებარე ინსტრუქციით განსაზღვრული მოთხოვნების შეუსრულებლობით გამოწვეულ ზარალზე, კომპანია პასუხისმგებელი არ არის.
    • კომპანიას უფლება აქვს ნებისმიერ დროს შეზღუდოს წვდომა ანგარიშზე, თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ანგარიშს მართავს მესამე პირი.
    • კომპანიას, იმისთვის რომ მაქსიმალურად აგარიდოთ არაავტორიზებული ოპერაციები, იყენებს დამატებით ავთენიფიკაციას, რაც გულისხმობს თქვენ მიერ მითითებულ მობილურის ნომერზე ერთჯერადი უსაფრთხოების კოდის მიღებას, რომლის სესიის დრო წინასწარაა განსაზვრული. ანგარიშზე ტრანზაქციის დასრულება შესაძლებელია მხოლოდ სისტემის მიერ გენერირებული ერთჯერადი უსაფრთხოების კოდის შეყვანის შემდეგ.
  1. ანგარიშის დახურვა
    • თქვენ უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს დახუროთ wally ანგარიში, კომპანიასთან დაკავშირების შემდეგ.
    • თქვენ ვალდებული ხართ ანგარიშის დახურვამდე სრულად გაიტანოთ ანგარიშზე არსებული ნაშთი.
    • კომპანიას უფლება აქვს დაგიხუროთ ანგარიში თუ თქვენ მიერ დაირღვა ხელშეკრულების პირობები.
    • წინასწარ განსაზღვრულ ვადაში კლიენტის მიერ თანხის არ გატანის შემთხვევაში, კომპანიას აქვს უფლება და არა ვალდებულება, გადარიცხოს თანხა კლიენტის მიერ წინასწარ მითითებულ საბანკო ან სხვა ანგარიზე და აიღოს მომსახურების საკომისიო .
    • ნებისმიერ შემთხვევაში ანგარიშის დახურვის შემდეგ კლიენტის პირადი ინფორმაცია და ტრანზაქციები ინახება კომპანიაში კანონით გათვალისწინებული ვადის განმავლობაში.

 

  1. აკრძალული ტრანზაქციები
    • აკრძალულია wallypay საფულის მეშვეობით განხორციელდეს შემდეგ პროდუქტებთან დაკავშირებული ოპერაციები:
  • ნარკოტიკული, ან ნარკოტიკებთან დაკავშირებული ნივთიერები
  • ცეცხლსასროლი იარაღები, ან საბრძოლო მასალბი
  • საკაბელო და სატელიტური ტელევიზიების სიგნალის ჩამხშობი მოწყობილობები;
  • პორნოგრაფიული მასალა;
  • არალიცენზირებულ ლატარიასა და აზარტულ თამაშობებთან დაკავშირებული მომსახურება და სხვა კანონით აკრძალული მომსახურებები.
    • კომპანიას უფლება აქვს საკუთარი შეხედულებისამებრ დაამატოს აღნიშნულ ჩამონათვალს აკრძალული ტრანზაქციები.
    • აღნიშნულ პროდუქტებთან დაკავშრებული ოპერაციის აღმოჩენის, ან ეჭვის არსებობის შემთხვევაში, კომპანიას უფლება აქვს დაუყოვნებლივ შეგიწყვიტოთ წვდომა საფულეზე.
    • კლინეტის ვერ ისარგებლებს კომპანიის სერვისით, თუ ცხოვრობს, ან არის იმ ქვეყნის მოქალაქე, რომელთა მომსახურებაც აკრძალულია საქართველოში არსებული კანონმდებლობით (მაგ: ირანი, ჩრ კორეა), ასევე შეუწყდებათ მომსახურების გაწევა იმ შემთხვევაში, თუ მათი საცხოვრებელი ადგილი მოგვიანებით მოხვდება იმ ქვეყნების სიაში, რომელთა მომსახურებაც აკრძალულია.
    • კომპანია უფლებამოსილია საკუთარი შეხედულებისამებრ დაამატოს გეოგრაგული ერთეული იმ სიას, რომელიც კანონმდებლობითაა გათვალისწინებული.
    • აკრძალულია საფულის გამოყენება თაღლითური საქმიანობისთვის.
    • აკრძალულია კომპანიის ტექნიკური ხარვეზის შემთხვევაში არასანქცირებული თანხების გადარიცხვა/მითვისება. კომპანიას უფლება აქვს, არსანქცირებული ნაშთის არსებობის შემთხვევაში,შეგიზღუდოთ ტრანზაქციები დაუყოვნებლივ.